ევრაზიადოკის შედეგები ცნობილია
აგვისტო 11, 2016
ფრანგული ასოციაცია DOCMONDE ევრაზიადოკის 2016 წლის შედეგებს აცხადებს.
სომხეთში გამართულ პრეზენტაციაზე წარმოდგენილმა ოთხივე ქართულმა პროექტმა შეძლო ფრანგი პროდიუსერების დაინტერესება და ფრანგული ტელევიზიების მხარდაჭერის მოპოვება.
სომხეთში შემდეგი ქართული პროექტები იყო წარმოდგენილი:
- “პლათფორმა” – რეჟისორები: ნინო ორჯონიკიძე; ვანო არსენიშვილი;
- “წინ წინაპრებისკენ” – რეჟისორი: შორენა თევზაძე;
- “რეანიმაცია” – რეჟისორი: მაკა გოგალაძე;
- “სანამ მამა დაბრუნდება” – რეჟისორი: მარი გულბიანი;
ევრაზიადოკი 2011 წელს დაარსდა ფრანგული ასოციაციის Domonde ინიციატივით.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს დოკუმენტალისტებს იდეის განვითარებაში, სცენარის წერასა და შემდგომ, განვითარებული პროექტების ევროპელი პროდიუსერებისა და ტელევიზიებისთვის წარდგენაში.
ევრაზიადოკი აერთიანებს ქართველ, რუს, სომეხ, თურქ და შუა აზიელ დოკუმენტალისტებს.
2016 წელს ევრაზიადოკის სცენარის წერის რეზიდენცია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით პირველად ჩატარდა საქართველოში, წყალტუბოში.
სწორედ წყალტუბოში შეირჩა ის 4 ქართული პროექტი, რომელთა პრეზენტაციაც უკვე სომხეთში წარმატებით გაიმართა.