“ამირანი”-ს იდეა 1978 წლიდან იღებს სათავეს . თავიდან იგი დაიწყო როგორც “ბიენალე”. მისი დაარსებიდანვე,კინემატოგრაფიულ წრეებში “საბჭოთაკავშირის” ყველაზე თავისუფალ ფესტივალად იყო მიჩნეული.სხვა და სხვა წლებში, მისიჟიურის წევრები იყვნენ ისეთი ცნობილი კინოხელოვანნი, როგორებიც არიან : ოთარ იოსელიანი, მერაბ კოკოჩაშვილი, რეზო ესაძე, ლეონიდ გაიდაი, მესჩენკო, იზრაელიანი და სხვანი.
წინა საუკუნის90- იან წლებში საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად ფესტივალი შეჩერდა.
2007 წელსსაქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფოუნივერსიტეტმა აღადგინა სტუდენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი დაყოველწლიურად ატარებს მას.
ფესტივალი აჯილდოვებს 5 ნომინაციაში:
- გრან პრი
- საუკეთესო ფილმი
- საუკეთესო რეჟისური
- საუკეთესო ხმოვანი რიგი
- საუკეთესო ვიზუალური რიგი
ასევე, ყოველწლიურად გაიცემა სპეციალური აღნიშვნის სიგელი.
ყოველწლიურად ფესტივალს სტუმრობენ სტუდენტები სხვადასხვა ქვეყნიდან. ასევე, ფესტივალს ჰყავს საერთაშორისო ჟიური, რომლის წევრებიც ფესტივალის ფარგლებში ატარებენ მასტერ-კლასებს და ვორქშოფებს.
ფესტივალის მიზანია სტუდენტური ფილმების და მათი ავტორების პოპულარიზაცია, საერთაშორისო კავშირების დამყარება და შედეგად ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივის შექმნა.