Skip to content
ავტორიზაცია / რეგისტრაცია
GNFC Logo
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ცნობის ფურცელი
    • კინოცენტრი
    • ნორმატიული აქტები
  • კონკურსები
    • სიახლეები
    • მიმდინარე კონკურსები
  • სხვა პროექტები
    • გრანტები
    • პარტნიორი ორგანიზაციები
    • პუბლიკაციები
  • საჭირო ინფორმაცია
    • ტრენინგები/ვორქშოპები
    • ფონდები/ ბაზრობები / გრანტები
    • გაყიდვების აგენტები
  • კონტაქტი

TianTan Award 2018

Home/TianTan Award 2018
TianTan Award 2018
ქართველი კინემატოგრაფისტების მონაწილეობა პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ტრადიციულად დიდი გამარჯვებით დასრულდა. დაჯილდოვების ცერემონიალს 250 მილიონი მაყურებელი ადევნებდა თვალს. შარშანდელის მსგავსად, წელსაც 10 ჯილდოდან ქართულ ფილმებს 4 მთავარი პრიზი გადაეცათ:
  • Tiantan Award საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის ანა ურუშაძემ მოიპოვა და მას ეს ჯილდო თავად კინოფესტივალის ჟიურის პრეზიდენტმა ვონგ კარ ვაიმ გადასცა;
  • Tiantan Award საუკეთესო რეჟისურისთვის მარიამ ხაჭვანს ერგო;
  • Tiantan Award საუკეთესო მსახიობი ქალისთვის ნატო მურვანიძეს მიანიჭეს ფილმისთვის “საშიში დედა”. მსახიობი პეკინში არ იმყოფებოდა და მის მაგივრად ეს პრესტიჟული ჯილდო ცნობილმა მსახიობმა იზაბელ იუპერმა ფილმის რეჟისორს – ანა ურუშაძეს გადასცა;
  • Tiantan Award საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის მინდია ესაძემ მოიპოვა ფილმისთვის “დედე”;