ბრძანება საექსპორტო კომისიის შექმნის თაობაზე

/ბრძანება საექსპორტო კომისიის შექმნის თაობაზე

საექსპერტო კომისიის შექმნის თაობაზე

,,ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ” 2000 წლის 5 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად და ,,სსიპ – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საექსპერტო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 7 აგვისტოს #3/255 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის შესაბამისად ვბრძანებ:
1. 2019 წლის 27 ნოემბერს შეიქმნას წარმოებაში ჩაშვებულ მხატვრულ ფილმებზე ,,შიშველი ცა” (რეჟ: დეა კულუმბეგაშვილი ) პროდიუსერი: შპს ,,კინო არქიტექტურის ოფისი”) და ,,სასტუმრო მირაჟი” (რეჟ:გურამ ბაქრაძე) პროდიუსერი: შპს ,,პანიკა ფილმსი” თანხის დამატების განმხილველი საექსპერტო კომისია 3 წევრის შემადგენლობით:

  1. მანანა ლეკბორაშვილი – (კინომცოდნე);
  2. ლევან კიტია – რეჟისორი;
  3. თამარ ბართაია – სცენარისტი;

2. დაევალოს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის (შემდგომში-კინოცენტრი) იურისტს გააფორმოს შრომითი ხელშეკრულებები საექსპერტო კომისიის წევრებთან და შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვროს კომისიის წევრთა შრომის ანაზღაურება და ხელშეკრულების ვადა.
3. წინამდებარე ბრძანებას თან დაერთოს კომისიის წევრებად მოწვევის თაობაზე წერილობითი დასაბუთება და კომისიის წევრების ჩV.
4. დაევალოს კინოცენტრის პიარ მენეჯერს გვანცა ზაქარეიშვილს უზრუნველყოს წინამდებარე ბრძანების კინოცენტრის ვებ-გვერდზე განთავსება.
5. ბრძანება ძალაშია კინოცენტრის ვებ გვერდზე გამოქვეყნებისთანავე.
6. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. #6).

დირექტორი: გაგა ჩხეიძე

ბრძანების გადმოწერა

2019-11-27T15:43:45+00:00