დოკუმენტური ფილმის 2020 წელს წარმოების დაფინანსების კონკურსის პირობები

/დოკუმენტური ფილმის 2020 წელს წარმოების დაფინანსების კონკურსის პირობები

კონკურსის გამოცხადების თარიღი

2020 წლის 27 იანვარი

კონკურსის მიზანი

კონკურსის მიზანია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით ეროვნული ფილმების წარმოების დაფინანსება.

უფლებამოსილი კონკურსანტი

ეროვნულ კინოცენტრში პროექტის განაცხადი წარდგენილი უნდა იყოს პროდიუსერის მიერ, რომელიც არის ინდივიდუალური მეწარმე  ან იურიდიული პირი.

პროდიუსერს  არ უნდა გააჩნდეს სახელმწიფოს მიმართ ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება და არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.

დაფინანსება

კონკურსში გამარჯვებული პროექტ(ებ)ი კინოცენტრის მიერ დაფინანსდება ფილმის საერთო ბიუჯეტის 75% -მდე.

ალტერნატიული დაფინანსება

ალტერნატიულ დაფინანსებად შეიძლება ჩაითვალოს:

  • კომპანიის ტექნიკური შენატანი;
  • ფულადი ინვესტიცია, რაზეც წარმოდგენილი უნდა იყოს ამონაწერი ბანკიდან;
  • ფილმის ავტორთა საჰონორარო შენატანი (ე.წ. დეფერმენტი) თუ ის არ აღემატება მთლიანი ბიუჯეტის 5%.

პროდიუსერს ეკისრება ვალდებულება, ეროვნულ კინოცენტრში წარმოადგინოს  ლიცენზირებული აუდიტის დასკვნა იმ თანხის ხარჯვაზე, რომელიც მიიღო ეროვნული კინოცენტრიდან დაფინანსების სახით.

დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობა

ეროვნული კინოცენტრი კომისიის დასკვნის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობის თაობაზე და განსაზღვრავს  თითოეული პროექტისთვის დაფინანსების  ოდენობას.

კონკურსის ეტაპები

თავდაპირველად საექსპერტო კომისიის წევრები ეცნობიან კონკურსზე შემოტანილ პროექტებს (სცენარებს და სხვა დოკუმენტაციას).

კონკურსის მომდევნო (ძირითადი) ეტაპი არის  დათქმულ დროს პროექტების პრეზენტაცია და გასაუბრება ავტორებთან, რის შემდეგაც კომისიის წევრები აფასებენ პროექტებს დადგენილი კრიტერიუმის საფუძველზე.

საექსპერტო კომისია კონკურსის შედეგებს ეროვნულ კინოცენტრს წარუდგენს დასკვნის სახით. ამ დასკვნით ის რეკომენდაციას აძლევს ეროვნულ კინოცენტრს, დააფინანსოს  პროექტები, რომლებიც მიიღებენ ქულათა მაქსიმუმს.

კონკურსში მონაწილე პირს უფლება აქვს საკუთარი პროექტის შეფასების თაობაზე გამოითხოვოს ინფორმაცია – ქულები და წერილობითი არგუმენტაცია. ინფორმაცია ცალკეული შეფასებების ავტორთა შესახებ დახურულია.

სავალდებულო საკონკურსო დოკუმენტაცია:

  1. განაცხადი (კინოცენტრის მიერ შემუშავებული ფორმით* ბეჭდური ვერსიის შემთხვევაში);
  2. ინდივიდუალური მეწარმისთვის და იურიდიული პირისთვის ამონაწერი (სავალდებულოა განახლებული იყოს 2020 წელს) მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან;
  3. ინფორმაცია იურიდიული პირის საქმიანობის შესახებ;
  4. ფილმის ავტორთა (რეჟისორი, სცენარის ავტორი, დიალოგების ავტორი) პირადობის მოწმობის ასლები;
  5. ფილმის სინოფსისი;
  6. ხელშეკრულებები რეჟისორთან და სცენარის ავტორთან, რომელთა მიხედვითაც დასტურდება, რომ განმცხადებელი არის კანონიერიმფლობელი ყველა იმ საავტორო უფლებისა, რომელიც ფილმში იქნება გამოყენებული;
  7. რეჟისორის წინა ნამუშევარი (სავალდებულოა);
  8. პროდიუსერის წინა ნამუშევარი (თუ ასეთი არსებობს);
  9. ფილმის ავტორთა (რეჟისორი, სცენარის ავტორი, კომპოზიტორი) ბიოფილმოგრაფია და კოორდინატები;
  10. პროდიუსერის მოტივაცია;
  11. რეჟისორის ხედვა და მოტივაცია;
  12. ფილმის სცენარი;
  13. ფილმის ბიუჯეტი  (სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ისარგებლოთ კინოცენტრის მიერ შემუშავებული ფორმით);
  14. ფინანსური გეგმა (სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ისარგებლოთ კინოცენტრის მიერ შემუშავებული ფორმით);
  15. საწარმოო გეგმა (სამუშაოების შესრულების განრიგი), რომელიც მოიცავს წინა-საწარმოო, გადაღების, პოსტ პროდუქციის ვადებსა და ფილმის დასრულების ვადას;
  16. ვიზუალური მასალა (ფოტოები და/ან ვიდეორგოლი);
  17. თანაპროდიუსერ(ებ)თან (თუ ასეთი უკვე არსებობს) შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

ყველა დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს პროდიუსერის ხელმოწერით.

დოკუმენტაციის წარდგენის წესი

საკონკურსო  აპლიკაცია და დოკუმენტაცია უნდა  გამოიგზავნოს ელექტრონული პროგრამის „სინემატოგრაფი მენეჯმენტ სისტემის’’ (Cinematography Management System -CMS) საშუალებით.იხილეთ ვიდეო გზამკვლევი.

გარდა ონლაინ აპლიკაციისა კინოცენტრში წარმოდგენილი უნდა იყოს საკონკურსო დოკუმენტაციის ერთი  ბეჭდური ვერსია.

ეროვნული ფილმის ცნობა

სავალდებულო საკონკურსო დოკუმენტაცია მოიცავს ეროვნული ფილმის ცნობის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციას. პროდიუსერის მიერ სავალდებულო საკონკურსო დოკუმენტაციის სრულად და უხარვეზოდ წარმოდგენის შემთხვევაში ეროვნული კინოცენტრი გასცემს ეროვნული ფილმის ცნობას.

შეზღუდვები

ეროვნული კინოცენტრი არ მიიღებს იმ პროდიუსერის პროექტს, რომელმაც ვერ შეასრულა ეროვნული კინოცენტრის წინაშე აღებული ვალდებულება  (არ იგულისხმებიან ის პროდიუსერები, რომელთაც ფილმის დასრულების ვადა ხელშეკრულებით აქვთ გაგრძელებული). აგრეთვე  კინოცენტრი არ მიიღებს იმ  რეჟისორის პროექტს,  რომელსაც მოგებული აქვს  კონკურსი და ალტერნატიული თანხის მოძიების პროცესში ან  ფილმის წარმოების პროცესშია.

არ შეიძლება ერთი და იგივე პროექტი მონაწილეობდეს კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ ერთდროულად მიმდინარე სხვადასხვა კონკურსში.

ვადები

საკონკურსო დოკუმენტაცია (პროექტები)  მიიღება ელექტრონული სააპლიკაციო პროგრამის საშუალებით 2020 წლის 5 მარტის 17:00 სთ-მდე; პროექტის ერთი ეგზემპლარი ბეჭდური სახით ასევე წარმოდგენილი უნდა ეროვნულ კინოცენტრში 2020 წლის 5 მარტის 17:00 სთ-მდე.თუ პროექტი ვერ დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, ის საექსპერტო კომისიას არ გადაეცემა  განსახილველად.

კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში პროდიუსერი ვალდებულია არაუგვიანეს 2020 წლის 1 ივლისისა წარმოადგინოს კინოცენტრში ბიუჯეტის სრულად შევსების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ორიგინალები, ან ნოტარიულად დამტკიცებული ასლები).

კონსულტაციები

სასურველია კონკურსანტებმა გაიარონ კონსულტაცია. კონსულტაციები ჩატარდება წინასწარი შეთანხმებით გამოცხადებიდან ყოველდღე ეროვნული კინოცენტრის ოფისში შემდეგ მისამართზე:

ქ. თბილისი,  სანაპიროს ქუჩა #4,

ტელეფონი:   2999 200; 2999 102.

 

საკონტაქტო პირები:           

ნინო კუხალაშვილი  (იურიდიული ასპექტები)

ტელეფონი:   +995 577 955 250     ელ. ფოსტა:     n.kukhalashvili@gnfc.ge

სალომე დანელია  (წარმოება და ფინანსები)

ტელეფონი:   +995 599 85 07 81      ელ. ფოსტა:   s.danelia@gnfc.ge

მანანა მელაძე  (წარმოება და ფინანსები)

ტელეფონი:   +995 577 40 75 39     ელ. ფოსტა:    m.meladze@gnfc.ge

ანდრო წიკალური (წარმოება და ტექნიკური დახმარება)

ტელეფონი:  +995 551 334 000 ელ.ფოსტა: a.tsiklauri@gnfc.ge

 

ბრძანების გადმოწერა

2020-02-03T12:44:24+00:00