კინომცოდნეობისა და კინოკრიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა ტრადიციულად დააჯილდოვა კონკურსის “წერე ქართულ კინოზე” გამარჯვებულები.
I ადგილის მფლობელი – ლევან ცხოვრებაძე
II ადგილის მფლობელი – ნინო შველიძე
III ადგილის მფლობელი – გიორგი გეთიაშვილი
პირველ ადგილზე გასული სტუდენტი დაესწრება ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალს. კინოცენტრი მას დაუფინანსებს ფესტივალის აკრედიტაციას, მგზავრობის, დღიურ და სასტუმრო ხარჯებს.
მეორე ადგილზე გასული სტუდენტი დაჯილდოვდება საქართველოს უნივერსიტეტში სწავლის ერთი წლის დაფინანსებით ან სტიპენდიით (იმ შემთხვევაში თუ სტუდენტს მოპოვებული აქვს სასწავლო გრანტი).
მესამე ადგილზე გასული სტუდენტი დაჯილდოვდება საქართველოს უნივერსიტეტში სწავლის ერთი სემესტრის დაფინანსებით ან სტიპენდიით (იმ შემთხვევაში თუ სტუდენტს მოპოვებული აქვს სასწავლო გრანტი).