სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2019-2020 წელს წარმოების დაფინანსების კონკურსის საბოლოო შედეგები

/სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2019-2020 წელს წარმოების დაფინანსების კონკურსის საბოლოო შედეგები

 

ეროვნული კინოცენტრის მიერ სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2019-2020 წელს წარმოების დასაფინანსებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა მიიღო 21 (ოცდაერთი) პროექტმა, აქედან II ტურში გადავიდა 8(რვა) პროექტი.

2019 წლის 11 თებერვალს საექსპერტო კომისიის სხდომაზე , II ტურში, წარმოდგენილ იქნა 7 პროექტი, რომელთა საბოლოო ქულები შემდეგნაირად გადანაწილდა:

1.,,სად მიდის ლიზა (ქართულ–აფხაზური დღიურები)” (პროდიუსერი – შპს „N&N’’ ნანა ჯანელიძე, რეჟისორი – ნანა ჯანელიძე , სცენარის ავტორი – ნანა ჯანელიძე, ლია ტოკლიკიშვილი). – 191 ქულა.
2.,,თხილი” (პროდიუსერი – შპს ,,კინო იბერიკა” ლევან კოღუაშვილი , რეჟისორი – ლევან კოღუაშვილი, სცენარის ავტორი – ლევან კოღუაშვილი, გიორგი კეკელიძე).- 189 ქულა.
3. ,,ცივი ღრუბლები”(პროდიუსერი -შპს ,,20 Steps Productions’’ ვლადიმერ კაჭარავა, რეჟისორი – კახაბერ კიკაბიძე, სცენარის ავტორი – კახაბერ კიკაბიძე).- 187 ქულა.
4. ,,ტერცო მონდო“(პროდიუსერი – სს ,,ქართული ფილმი’’ ხათუნა ხუნდაძე, რეჟისორი – მერაბ კოკოჩაშვილი , სცენარის ავტორი – მერაბ კოკოჩაშვილი). -182 ქულა.
5. ,, ვისია უშბა?”(პროდიუსერი – შპს ,,თეთნულდი’’ იოსებ ჯაჭვლიანი, რეჟისორი – იოსებ ჯაჭვლიანი, სცენარის ავტორი – იოსებ ჯაჭვლიანი, ირაკლი სოლომანაშვილი, თამარ
ბართაია).-178 ქულა.
6. ,,ბალიაური”(პროდიუსერი – შპს ,,Film Asylum’’ვალერიან კირკიტაძე, რეჟისორი – დავით ჯანელიძე, სცენარის ავტორი – ვაჟა გიგაშვილი). – 169 ქულა.
7. ,,ადგილის დრო“(პროდიუსერი – შპს ,, ბათუმის საავტორო ფილმების დამოუკიდებელი სტუდია’’ ზაზა ხალვაში, რეჟისორი – ზაზა ხალვაში, სცენარის ავტორი – ზაზა ხალვაში).-
165 ქულა.
* მერვე პროექტის ,,გზები და გზაჯვარედინების“ ავტორები (პროდიუსერი/რეჟისორი) II ტურს არ ესწრებოდნენ, შესაბამისად მეორე ტურში პროექტი ვერ შეფასდა.

საექსპერტო კომისია რეკომენდაციას წარუდგენს ეროვნულ კინოცენტრს დაფინანსდეს შემდეგი 4 (ოთხი) პროექტი:

1) პროექტი ,,სად მიდის ლიზა’’ დაფინანსდეს – 300 000 (სამასი ათასი) ლარი;
2) პროექტი ,,თხილი’’ დაფინანსდეს – 300 000 (სამასი ათასი) ლარი;
3) პროექტი ,,ცივი ღრუბლები’’ დაფინანსდეს – 300 000 (სამასი ათასი) ლარი;
4) პროექტი ,,ტერცო მონდო’’ დაფინანსდეს – 300 000 (სამასი ათასი) ლარი.

* დაფინანსებული თანხის ოდენობა გადანაწილდა საექსპერტო კომისიის მიერ თითოეული გამარჯვებული პროექტის ავტორთან (პროდიუსერი/რეჟისორი) შეთანხმებით.

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ულოცავს გამარჯვებულ პროექტებს!

By |2019-02-17T17:34:23+00:00თებერვალი 11th, 2019|გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2019-2020 წელს წარმოების დაფინანსების კონკურსის საბოლოო შედეგები

About the Author:

ვებგვერდი მუშაობს საცდელ რეჟიმში. გთხოვთ ნებისმიერი პრობლემის შემთხევაში მოგვმართოთ g.beriashvili@gnfc.ge
close-link