მცირებიუჯეტიანი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2019 წლის წარმოების დაფინანსების კონკურსის პირობები

/მცირებიუჯეტიანი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2019 წლის წარმოების დაფინანსების კონკურსის პირობები

 

 


კონკურსის მიზანი

კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიზანია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით ეროვნული ფილმების წარმოების დაფინანსება.

2018 წლის  24 დეკემბერს  ცხადდება კონკურსი მცირებიუჯეტიანი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2019 წლის  წარმოების დაფინანსების მიზნით.

საკონკურსო  დოკუმენტაციის მიღება  უნდა  განხორციელდეს მხოლოდ ელექტრონული პროგრამის Cinematography management system (CMS) საშუალებით იხ. ვიდეო გზამკვლევი  გარდა ონლაინ აპლიკაციისა კინოცენტრში   წარმოდგენილი უნდა იყოს საკონკურსო დოკუმენტაციის ერთი ბეჭდური ვერსია.

 

უფლებამოსილი კონკურსანტი

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს ან საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს.

ეროვნულ კინოცენტრში პროექტის განაცხადი წარდგენილი უნდა იყოს პროდიუსერის მიერ, რომელიც რეგისტრირებულია იურიდიულ პირად ან ინდ. მეწარმედ.

პროდიუსერს  არ უნდა გააჩნდეს სახელმწიფოს მიმართ ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება და არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს იმ პროდიუსერს, რომელსაც კონკურსში შემოსატან პროექტისთვის, უკვე მოპოვებული აქვს ალტერნატიული დაფინანსება და ჩატარებული აქვს მოსამზადებელი პერიოდის სამუშაოები.

დაფინანსება

კონკურსში გამარჯვებული პროექტ(ებ)ი კინოცენტრის მიერ დაფინანსდება ფილმის საერთო ბიუჯეტის 75% -მდე.

ბიუჯეტი

საკონკურსო ფონდი შეადგენს 450 000 (ოთხას ორმოცდაათი ათასი) ლარს.  კომისია უფლებას  იტოვებს არ გახარჯოს საკონკურსო ფონდი სრულად.

 

დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობა

ეროვნული კინოცენტრი კომისიის რეკომენდაციით დააფინანსებს მინიმუმ სამ პროექტს, თითო პროექტი დაფინანსდება არა  უმეტეს  150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარით.

 

ქრონომეტრაჟი

ფილმის ხანგძლივობა არ უნდა იყოს 70 წთ-ზე ნაკლები.

 

კონკურსის ტურები

კონკურსი ტარდება ორ ტურად.

პირველ ტურში საექსპერტო კომისიის წევრები ეცნობიან კონკურსზე შემოტანილ პროექტებს და ატარებენ გასაუბრებას თითოეული პროექტის გადამღები ჯგუფის წევრებთან (პროდიუსერი, დამდგმელი რეჟისორი, მეორე რეჟისორი, დამდგმელი ოპერატორი, მხატვარი, კოსტუმების მხატვარი ან იმ პერსონალებთან, რომლებიც ითავსებენ აღნიშნულ პოზიციებს), რის შემდეგადაც აფასებენ პროექტს დადგენილი ქულების სისტემის საფუძველზე.

კომისია განსაზღვრავს იმ მინიმალურ ქულათა ოდენობას, რომელიც უნდა მიიღოს პროექტმა მეორე ტურში გადასასვლელად.

მეორე ტურში გადავა მხოლოდ ის პროექტები, რომელთა ქულა აღემატება კომისიის მიერ დადგენილ მინიმალურ ბიჯს.

პროექტები, რომლებიც არ გადავიდა მეორე ტურში კონკურსს ეთიშებიან.

მეორე ტური გულისხმობს გადამღები ჯგუფის მიერ პროექტის პრეზენტაციას კომისიის წევრების წინაშე.

კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ცალკეული პროექტის  ქულათა საერთო ჯამის საფუძველზე და წარუდგენენ კინოცენტრს რეკომენდაციას გამარჯვებული პროექტების რაოდენობისა და დაფინანსების ოდენობის შესახებ.

 

სავალდებულო საკონკურსო დოკუმენტაცია:

  1. განაცხადი(კინოცენტრის მიერ შემუშავებული ფორმით* ბეჭდური ვერსიის შემთხვევაში);
  2. იურიდიული პირებისათვის და ინდ მეწარმეებისათვის ამონაწერი  (სავალდებულოა განახლებული) მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან;
  3. ინფორმაცია იურიდიული პირის საქმიანობის შესახებ;
  4. ფილმის ავტორთა (რეჟისორი,სცენარის ავტორი, დიალოგების ავტორი, კომპოზიტორი) პირადობის მოწმობის ასლები (რომელიც ადასტურებს მათ მოქალაქეობას), ბიოფილმოგრაფია და კორდინატები;
  5. ხელშეკრულებები რეჟისორთან, სცენარის ავტორთან და დიალოგების ავტორთან, რომელთა მიხედვითაც დასტურდება, რომ განმცხადებელი არის კანონიერი მფლობელი ყველა იმ საავტორო უფლებისა, რომელიც ფილმში იქნება გამოყენებული;
  6. რეჟისორის წინა ნამუშევარი (სავალდებულოა სრულმეტრაჟიანი ან მოკლემეტრაჟიანი  მხატვრული ან დოკუმენტური ფილმი);
  7. პროდიუსერის წინა ნამუშევარი (სავალდებულოა);
  8. პროდიუსერის მოტივაცია;
  9. რეჟისორის ხედვა და მოტივაცია;
  10. შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი (იხ. რეკომენდაციები);
  11. გადაღება დღეების მიხედვით შექმნილი კალენდარული გეგმა (იხ. ფორმა);
  12. გადამღები ჯგუფის სია (ხელშეკრულებები და პირადობის ასლები გადამღები ჯგუფის წევრებთან);
  13. გადასაღები ობიქტების ვიზუალური მასალა (ფოტოები);
  14. მსახიობების  ფოტო  ან  ვიდეო სინჯები (ხელშეკრულებები);
  15. ფილმის   სინოფსისი;
  16. ფილმის სცენარი (იხ. შენიშვნა);
  17. ფილმის ბიუჯეტი(ეროვნული კინოცენტრის მიერ შემუშავებული ფორმით*);
  18. ფინანსური გეგმა(დაფინანსების მოპოვების გრაფიკი*);
  19. საწარმოო გეგმა (სამუშაოების შესრულების განრიგი), რომელიც მოიცავს წინა-საწარმოო, გადაღების, პოსტ პროდუქციის ვადებსა და პრემიერის სავარაუდო თარიღს;
  20. ალტერნატიული თანხის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ორიგინალი ხელშეკრულებები ან ნოტარიულად დამოწმებული ასლები. თუ ფილმის წარმოებაზე გამოყენებული იქნება პროდიუსერის პირადი თანხა, წარმოდგენილი უნდა იყოს ამონაწერი ბანკიდან პროდიუსერის საბანკო ანგარიშზე თანხის მოძრაობის შესახებ, ალტერნატიულ დაფინანსებად შეიძლება ჩაითვალოს საპროდიუსერო კომპანიის ტექნიკური შენატანი.)
  21. თანაპროდიუსერ(ებ)თან (თუ ასეთი უკვე არსებობს) შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

 

რეკომენდაციები:

სასურველია ჩატარებული იყოს  მოსამზადებელი პერიოდის შემდეგი სამუშაოები:

  • დეკორაციები;
  • კოსტუმები  (ხელშეკრულების გაფორმება, ფოტოები);
  • რეკვიზიტის შერჩევა,დაქირავება, დამზადება (ფოტოები);
  • ტრანსპორტის შერჩევა – მომზადება (ხელშეკრულების გაფორმება);
  • გადამღები ტექნიკა (ხელშეკრულების გაფორმება);
  • გადამღები ჯგუფის წევრებს შეუძლიათ საექსპერტო კომისიას წარუდგინონ (არსებობის შემთხვევაში) დამატებითი მასალა, რომლითაც გაამყარებს ფილმის დამთავრებისათვის აუცილებელი პირობების არსებობას.

 

ვადები

საკონკურსო დოკუმენტაცია (პროექტები)  მიიღება ელექტრონული სააპლიკაციო პროგრამის საშუალებით 2019  წლის  7 მაისი 18:00 სთ-მდე; 

საკონკურსო დოკუმენტაციის (პროექტის) ერთი ეგზემპლარი  წარმოდგენილი უნდა იყოს  კინოცენტრში ბეჭდური სახით  2019 წლის 14 მაისს 18:00 სთ-მდე; თუ  დოკუმენტაციის ბეჭდური ვერსია არ იქნა წარმოდგენილი აღნიშნულ ვადაში  პროექტი არ ჩაითვლება რეგისტრირებულად და საექსპერტო კომისიას არ გადაეცემა განსახილველად.

რეჟისორს უფლება აქვს კონკურსში მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ ერთი პროექტით.

 

შეზღუდვები

ეროვნული კინოცენტრი არ მიიღებს იმ პროდიუსერთა პროექტებს, რომლებმაც, ვერ შეასრულეს ეროვნული კინოცენტრის წინაშე აღებული ვალდებულება  (არ იგულისხმებიან ის პროდიუსერები, რომელთაც ფილმის დასრულების ვადა აქვთ გაგრძელებული). აგრეთვე  კინოცენტრი არ მიიღებს იმ  რეჟისორთა პროექტებს,  ვისაც მოგებული აქვთ კონკურსი და  ფილმის წარმოების პროცესში არიან.

არ შეიძლება ერთი და იგივე პროექტი მონაწილეობდეს კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ ერთდროულად მიმდინარე სხვადასხვა კონკურსებში.

 

შენიშვნა: 

სცენარი პროფესიულად დაფორმატებული უნდა იყოს და შეესაბამებოდეს  თანამედროვე ამერიკულ ან ევროპულ სტანდარტებს  (გვერდის მინდვრები, ასოების ზომა, სტრიქონებს შორის მანძილები, ტექსტის განლაგება, გვერდის და ქრონომეტრაჟის შესაბამისობა). სცენარი შექმნილი უნდა იყოს  პროგრამაში CELTX, FINAL DRAFT და სხვა.  სცენარი ასევე შეიძლება იყოს პროფესიონალურად აწყობილი და გამართული WORD – ის ფაილშიც.

გაურკვევლობის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია კონსულტაციების გავლა.

კონსულტაციები ჩატარდება ეროვნულ კინოცენტრში.

მისამართზე: ზ. გამსახურდიას სანაპირო  # 4 – ში, ტელ: 299 92 00; 299 91 02

საკონტაქტო პირები:

 

ნინო კუხალაშვილი (იურიდიული ასპექტები)

ტელეფონი: 577 955 250 ელ. ფოსტა: n.kukhalashvili@gnfc.ge

 

მანანა მელაძე  (წარმოება და ფინანსები)

ტელეფონი:+995 577 40 75 39 ელ. ფოსტა:m.meladze@gnfc.ge


სალომე დანელია
 (წარმოება და ფინანსები)

ტელეფონი: 599 85 07 81 ელ. ფოსტა s.danelia@gnfc.

გიგა ბერიაშვილი  (ტექნიკური დახმარება)

ტელეფონი: 592 031 413 ელ.ფოსტა g.beriashvili@gnfc.ge

 

By |2018-12-24T22:16:48+00:00დეკემბერი 24th, 2018|გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: მცირებიუჯეტიანი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2019 წლის წარმოების დაფინანსების კონკურსის პირობები

About the Author:

ვებგვერდი მუშაობს საცდელ რეჟიმში. გთხოვთ ნებისმიერი პრობლემის შემთხევაში მოგვმართოთ g.beriashvili@gnfc.ge
close-link