მცირებიუჯეტიანი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2019 წლის წარმოების დაფინანსების კონკურსის საბოლოო შედეგები

/მცირებიუჯეტიანი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2019 წლის წარმოების დაფინანსების კონკურსის საბოლოო შედეგები

ეროვნული კინოცენტრის მიერ მცირებიუჯეტიანი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2019 წლის  წარმოების  დასაფინანსებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოდგენილი  8 (რვა) პროექტიდან მეორე ტურში გადავიდა  5 (ხუთი) პროექტი.

2019 წლის 30 ივნისს ჩატარდა კონკურსის მე-2 ტური. წარმოდგენილმა პროექტებმა მიიღო შემდეგი შეფასება :

  1. ,,ცხელი ზაფხული“ (პროდიუსერი – შპს ,,შვიდკაცა+’” გიორგი ბარაბაძე , რეჟისორი – გიორგი ბარაბაძე, სცენარის ავტორი – გიორგი ბარაბაძე) – 88 ქულა;
  2. ,,აღარ შემიძლია“ (პროდიუსერი – შპს ,,პარაშუტი” ელენე მარგველაშვილი , რეჟისორი – ეკატერინე ჭელიძე, სცენარის ავტორი – ეკატერინე ჭელიძე, კონსტანტინე კალანდაძე ) – 86 ქულა;
  3. ,,ქალაქის ხმაური“ (პროდიუსერი – ი/მ პაპუნა მოსიძე , რეჟისორი – პაპუნა მოსიძე, სცენარის ავტორი – პაპუნა მოსიძე)- 72 ქულა;
  4. ,,მშვენიერი ელენე“ (პროდიუსერი – შპს ,,ვაგონეტი ფილმი” გიორგი ოვაშვილი, რეჟისორი – გიორგი ოვაშვილი, სცენარის ავტორი – გიორგი ოვაშვილი) – 79 ქულა;
  5. ,,ლიზა ბოზია“ (პროდიუსერი – შპს ,,ვარს-სტუდიო” თორნიკე ღლონტი , რეჟისორი – გიორგი ვარსიმაშვილი, სცენარის ავტორი – გიორგი ვარსიმაშვილი ) – 75 ქულა;

საექსპერტო კომისიამ საბოლოო დაფინანსების რეკომენდაცია გაუწია 3 (სამ) პროექტს:

  • პროექტი ,,ცხელი ზაფხული’’ – 149,652 (ას ორმოცდაცხრა ათას ექსვსას ორმოცდათორმეტი) ლარი;
  • პროექტი ,,აღარ შემიძლია’’ – 149, 707 (ას ორმოცდაცხრა ათას შვიდას შვიდი) ლარი;
  • პროექტი ,,მშვენიერი ელენე’’ – 150, 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარი;

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ულოცავს გამარჯვებულებს!

By |2019-07-03T15:00:36+00:00ივნისი 30th, 2019|გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: მცირებიუჯეტიანი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2019 წლის წარმოების დაფინანსების კონკურსის საბოლოო შედეგები

About the Author: