სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2019-2020 წელს წარმოების დაფინანსების კონკურსის პირობები

/სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2019-2020 წელს წარმოების დაფინანსების კონკურსის პირობები

კონკურსის მიზანი
კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიზანია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით ეროვნული ფილმების წარმოების დაფინანსება.

2018 წლის 14 დეკემბერს ცხადდება კონკურსი სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2019-2020 წლის წარმოების დაფინანსების მიზნით.

საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება უნდა განხორციელდეს მხოლოდ ელექტრონული პროგრამის Cinematography management system (CMS) საშუალებით იხ. ვიდეო გზამკვლევი
გარდა ონლაინ აპლიკაციისა კინოცენტრში წარმოდგენილი უნდა იყოს საკონკურსო დოკუმენტაციის ერთი ბეჭდური ვერსია.

უფლებამოსილი კონკურსანტი
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს ან საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს.


პროდიუსერს არ უნდა გააჩნდეს სახელმწიფოს მიმართ ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება და არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.

კონკურსში განიხილება მხოლოდ რეჟისორების სადებიუტო მხატვრული ფილმების პროექტები, მეორე და შემდეგი პროექტები არ განიხილება და რეგულირდება სხვა საკონკურსო პირობებით.

დაფინანსება
კონკურსში გამარჯვებული პროექტ(ებ)ი კინოცენტრის მიერ დაფინანსდება ფილმის საერთო ბიუჯეტის 75% -მდე, საექსპერტო კომისიის რეკომენდებული თანხის შესაბამისად.

ბიუჯეტი
საკონკურსო ფონდი შეადგენს 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარს. კომისია უფლებას იტოვებს სრულად არ გახარჯოს საკონკურსო ფონდი.

დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობა
ეროვნული კინოცენტრი კომისიის რეკომენდაციით დააფინანსებს მინიმუმ 3 (სამ) პროექტს.

ქრონომეტრაჟი
ფილმის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 70 წთ-ზე ნაკლები.

კონკურსის ტურები
კონკურსი ტარდება ორ ტურად.

პირველ ტურში საექსპერტო კომისიის წევრები ეცნობიან კონკურსზე შემოტანილ პროექტებს და ატარებენ გასაუბრებას თითოეულ პროექტის ავტორებთან (დამდგმელი რეჟისორი, სცენარის ავტორი), რის შემდეგადაც აფასებენ პროექტს დადგენილი ქულების სისტემის საფუძველზე.

კომისია განსაზღვრავს იმ მინიმალურ ქულათა ოდენობას, რომელიც უნდა მიიღოს პროექტმა მეორე ტურში გადასასვლელად.

მეორე ტურში გადავლენ მხოლოდ ის პროექტები, რომელთა ქულა აღემატება კომისიის მიერ დადგენილ მინიმალურ ბიჯს.

პროექტები, რომლებიც არ გადავიდნენ მეორე ტურში კონკურსს ეთიშებიან.

მეორე ტური გულისხმობს პროექტის პროდიუსერის და ავტორების მიერ პრეზენტაციას კომისიის წევრების წინაშე.

კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ცალკეული პროექტის ქულათა საერთო ჯამის საფუძველზე და წარუდგენენ კინოცენტრს რეკომენდაციას გამარჯვებული პროექტების რაოდენობისა და დაფინანსების ოდენობის შესახებ.

სავალდებულო საკონკურსო დოკუმენტაცია:
1. განაცხადი (კინოცენტრის მიერ შემუშავებული ფორმით* ბეჭდური ვერსიის შემთხვევაში);
2. ინდივიდუალური მეწარმეებისთვის და იურიდიული პირებისათვის ამონაწერი (სავალდებულოა განახლებული) მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან;
3. ინფორმაცია იურიდიული პირის საქმიანობის შესახებ;
4. ფილმის ავტორთა (რეჟისორი,სცენარის ავტორი, დიალოგების ავტორი, კომპოზიტორი) პირადობის მოწმობის ასლები (რომელიც ადასტურებს მათ მოქალაქეობას), ბიოფილმოგრაფია და კოორდინატები;
5. ხელშეკრულებები რეჟისორთან, სცენარის ავტორთან და დიალოგების ავტორთან, რომელთა მიხედვითაც დასტურდება, რომ განმცხადებელი არის კანონიერი მფლობელი ყველა იმ საავტორო უფლებისა, რომელიც ფილმში იქნება გამოყენებული;
6. რეჟისორის ბოლო ორი (მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ან/და დოკუმენტური ფილმი) ნამუშევარი, (სავალდებულო);
7. პროდიუსერის წინა ნამუშევარი (სავალდებულო);
8. პროდიუსერის მოტივაცია;
9. რეჟისორის ხედვა;
10. ფილმის მოკლე სინოფსისი (1 გვერდამდე);
11. პროფესიონალურად დაფორმატებული ფილმის სცენარი;
12. ფილმის ბიუჯეტი (სურვილის შემთხვევაში ეროვნული კინოცენტრის მიერ შემუშავებული ფორმით*);
13. ფინანსური გეგმა (დაფინანსების მოპოვების გრაფიკი*);
14. საწარმოო გეგმა (სამუშაოს შესრულების განრიგი), რომელიც მოიცავს წინასაწარმოო, გადაღების, პოსტ პროდუქციის ვადებსა და პრემიერის სავარაუდო თარიღს;
15. თანაპროდიუსერ(ებ)თან (თუ ასეთი უკვე არსებობს) შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ორიგინალები, ან ასლები ნოტარიულად დამტკიცებული);

ეროვნული ფილმის ცნობა
სავალდებულო საკონკურსო დოკუმენტაცია მოიცავს ეროვნული ფილმის ცნობის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციას. პროდიუსერის მიერ სავალდებულო საკონკურსო დოკუმენტაციის სრულად და უხარვეზოდ წარმოდგენის შემთხვევაში ეროვნული კინოცენტრი გასცემს ეროვნული ფილმის ცნობას.

კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში პროდიუსერი ვალდებულია არაუგვიანეს 2020 წლის 26 აპრილს წარმოადგინოს კინოცენტრში ბიუჯეტის სრულად შევსების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ორიგინალები, ან ნოტარიულად დამტკიცებული ასლები). წინააღმდეგ შემთხვევაში პროექტის ფინანსური მხარდაჭერის გადაწყვეტილება ძალას კარგავს.
გამონაკლისის სახით, პროდიუსერის მიერ სათანადოდ დასაბუთებული არგუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში კინოცენტრი იტოვებს უფლებას გაახანგძლივოს საბუთების წარმოდგენის ვადა. მსგავს გადაწყვეტილებას იღებს კინოცენტრის დირექტორი.

ალტერნატიული დაფინანსება
თუ ფილმის წარმოებაზე გამოყენებული იქნება პროდიუსერის პირადი თანხა, წარმოდგენილი უნდა იყოს ამონაწერი ბანკიდან პროდიუსერის საბანკო ანგარიშზე თანხის მოძრაობის შესახებ;

ალტერნატიული დაფინანსებად შესაძლებელია განიხილებოდეს ფილმის ავტორთა საჰონორარო შენატანი (ე.წ. დეფერმენტი) თუ ის არ აღემატება მთლიანი ბიუჯეტის 5%.
ალტერნატიულ დაფინანსებად შეიძლება ჩაითვალოს საპროდუსერო კომპანიის ტექნიკური შენატანი.

ვადა
საკონკურსო დოკუმენტაცია (პროექტები) მიიღება ელექტრონული სააპლიკაციო პროგრამის https://www.youtube.com/watch?v=Z33mYHxMudQ საშუალებით 2019 წლის 5 მარტს 18:00 სთ-მდე; (ელექტრონულ აპლიკაციაში ხარვეზების გამოსწორების შესაძლებლობა კონკურსანტებს მიეცემათ საკონკურსო დოკუმენტაციის ბეჭდური ვერსიის წარმოდგენამდე).
საკონკურსო დოკუმენტაციის (პროექტის) ერთი ეგზემპლარი წარმოდგენილი უნდა იყოს კინოცენტრში ბეჭდური სახით 2019 წლის 12 მარტს 18:00 სთ-მდე; თუ დოკუმენტაციის ბეჭდური ვერსია არ იქნა წარმოდგენილი აღნიშნულ ვადაში პროექტი არ ჩაითვლება რეგისტრირებულად და საექსპერტო კომისიას არ გადაეცემა განსახილველად.

შეზღუდვები

ეროვნული კინოცენტრი არ მიიღებს იმ პროდიუსერთა პროექტებს, რომლებმაც, ვერ შეასრულეს ეროვნული კინოცენტრის წინაშე აღებული ვალდებულება (არ იგულისხმებიან ის პროდიუსერები, რომელთაც ფილმის დასრულების ვადა აქვთ გაგრძელებული). აგრეთვე კინოცენტრი არ მიიღებს იმ რეჟისორთა პროექტებს, ვისაც მოგებული აქვთ კონკურსი და ფილმის წარმოების პროცესში არიან.

არ შეიძლება ერთი და იგივე პროექტი მონაწილეობდეს კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ ერთდროულად მიმდინარე სხვადასხვა კონკურსებში.

გაურკვევლობის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია კონსულტაციების გავლა. კონსულტაციები ჩატარდება ეროვნულ კინოცენტრში.
მისამართზე: ზ. გამსახურდიას სანაპირო #4 – ში,
ტელ: +995 32 2 999 200; +995 32 2 999 102;

საკონტაქტო პირები: ნინო კუხალაშვილი (იურიდიული ასპექტები)
ტელეფონი: +995 577 955 250 ელ. ფოსტა: n.kukhalashvili@gnfc.ge

მანანა მელაძე (წარმოება და ფინანსები)
ტელეფონი: +995 577 40 75 39 ელ. ფოსტა: m.meladze@gnfc.ge

სალომე დანელია (წარმოება და ფინანსები)
ტელეფონი: +995 599 85 07 81 ელ. ფოსტა: s.danelia@gnfc.ge

გიგა ბერიაშვილი (ტექნიკური დახმარება)
ტელეფონი: +995 592 031 413 ელ. ფოსტა: g.beriashvili@gnfc.ge

By |2018-12-14T18:22:11+00:00დეკემბერი 14th, 2018|გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2019-2020 წელს წარმოების დაფინანსების კონკურსის პირობები

About the Author: