მარტი 19, 2021
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი იწყებს განაცხადების მიღებას კინოპროექტების (წარმოების გარდა) თანადაფინანსებაზე.
კონკურსის პრიორიტეტებია:
- განათლება და კვალიფიკაციის ამაღლება (ტრენინგები, მასტერ-კლასები, ვორქშოპები, ლექციები);
- კინოდისტრიბუცია (რეგიონებში კინოთეატრებისა და კინოსივრცეებისამოქმედების კონცეფციების შექმნა, სადისტრიბუციო კომპანიების დაარსების წახალისება, კინოკვირეულების, შემოქმედებითი და საიუბილეო საღამოების
ჩატარება, რეგიონული კინოკლუბების მხარდაჭერა, ვებ პლატფორმის შექმნა); - კინოლიტერატურის გამოცემა (ბეჭდვის გარდა) – მონოგრაფიები, ალბომები, სახელმძღვანელოები, მემუარები;
პროექტები უნდა განხორციელდეს საქართველოს ტერიტორიაზე.
კინოცენტრი განიხილავს ისეთ საერთაშორისო პროექტებსაც, რომლებიც შეესაბამება აღნიშნულ პრიორიტეტებს და რომელთა განხორციელება მთლიანად ან ნაწილობრივ იგეგმება საქართველოში.
განაცხადის შემოტანა შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს.
საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ეროვნული კინოცენტრი უფლებამოსილია, მოითხოვოს შეხვედრა განმცხადებელთან ან დამატებითი საბუთების წარმოდგენა. პროექტის განაცხადში მითითებული უნდა იყოს პროექტის დეტალური ბიუჯეტი.
ეროვნული კინოცენტრი განიხილავს მხოლოდ ისეთ პროექტებს, რომლებსაც აქვთ დაფინანსების სხვა წყაროც.
განაცხადების (თანდართული ფორმით) მიღების საბოლოო ვადაა 2021 წლის 29 აპრილი.
დამატებითი ინფორმაციისა და პროექტის დაფინანსების განაცხადის ფორმის შევსებაზე კონსულტაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ კინოხელოვნების პოპულარიზაციის დეპარტამენტის უფროსს მანანა სურაძეს 577 553702 m.suradze@gnfc.ge.
პროექტის დასარეგისტრირებლად შევსებული და ხელმოწერილი განცხადის ფორმა, ასევე ყველა მოთხოვნილი საბუთი უნდა გადმოიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: info@gnfc.ge
ეროვნული კინოცენტრი წარმოდგენილ პროექტებს განიხილავს არაუგვიანეს 14 მაისისა.
გადაწყვეტილება წერილობით ეცნობება პროექტების ავტორებს.
The Georgian National Film Center (GNFC) announces a call for applications for co-financing film projects (except film production)
Competition Priorities:
• Film distribution (developing concepts for operating cinemas and movie theaters in the regions, encouraging the establishment of distribution companies, celebrating film weeks, anniversaries, organizing creative evenings, supporting regional film clubs, creating a VOD platform);
• Education and training (trainings, master classes, workshops, lectures);
• Film literature publishing (except printing) – monographs, albums, guidelines, memoirs.
Projects will be implemented in the territory of Georgia.
The Georgian National Film Center (GNFC) also intends to consider international projects that meet these priorities and are fully or partially planned to be implemented in Georgia. An application can be submitted by a natural person, who is a citizen of Georgia, or a legal entity
registered in Georgia.
Before making a final decision, the Georgian National Film Center (GNFC) is entitled to request a meeting with the applicant or the submission of additional documents. The application should contain a detailed project budget.
The Georgian National Film Center will only consider those projects that have also other sources of funding.
The deadline for submitting applications (see the application form attached below) is April 29, 2021.
For additional information and advice on completing the project funding application form, please contact Ms. Manana Suradze, Head of the Film Promotion Department: phone: 577 553702; e-mail: m.suradze@gnfc.ge.
A completed and signed project funding application form together with all the required documents should be sent to the following e-mail address: info@gnfc.ge
The Georgian National Film Center (GNFC) will have reviewed submitted project proposals no later than May 14, 2021. The authors of proposed projects will be notified about the decision made by the Georgian National Film Center (GNFC) in writing.