საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი იწყებს 2020 წლისთვის კინოპროექტების (წარმოების გარდა) დაფინანსების განაცხადების მიღებას

/საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი იწყებს 2020 წლისთვის კინოპროექტების (წარმოების გარდა) დაფინანსების განაცხადების მიღებას

კონკურსის პრიორიტეტებია:

 

  • კინომემკვიდრეობა (არსებული კინოფონდის დაცვა, კვლევები, კონფერენციები, გამოფენები, რეტროსპექტივები);
  • კინოდისტრიბუცია (კინოთეატრების დახმარება, რეგიონებში კინოთეატრებისა და კინოსივრცეების ამოქმედების კონცეფციების შექმნა, სადისტრიბუციო კომპანიების დაარსების წახალისება, კინოკვირეულების, შემოქმედებითი და საიუბილეო საღამოების ჩატარება, რეგიონული კინოკლუბების მხარდაჭერა);
  • განათლება და კვალიფიკაციის ამაღლება (ტრენინგები, მასტერ-კლასები, ვორქშოპები, ლექციები);
  • კინოლიტერატურის გამოცემა (მონოგრაფიები, ალბომები, სახელმძღვანელოები, მემუარები);

 

პროექტები უნდა განხორციელდეს საქართველოს ტერიტორიაზე.

 

კინოცენტრი ასევე განიხილავს  ისეთ საერთაშორისო პროექტებს, რომლებიც შეესაბამება აღნიშნულ პრიორიტეტებს და რომელთა განხორციელება მთლიანად ან ნაწილობრივ იგეგმება საქართველოში.

 

განაცხადის შემოტანა შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს.

 

საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ეროვნული კინოცენტრი უფლებამოსილია, მოითხოვოს   შეხვედრა განმცხადებელთან  ან დამატებითი საბუთების წარმოდგენა.

 

პროექტის განაცხადში მითითებული უნდა იყოს პროექტის საერთო ბიუჯეტი, და ეროვნული კინოცენტრიდან მოთხოვნილი თანხის დეტალური ბიუჯეტი.

 

განაცხადების (თანდართული) მიღების საბოლოო ვადაა 2019  წლის  20 დეკემბერი.

 

დამატებითი ინფორმაციისა და პროექტის დაფინანსების განაცხადის ფორმის შევსებაზე კონსულტაციებისათვის შეგიძლიათ მიმართოთ კინოხელოვნების პოპულარიზაციის დეპარტამენტის უფროსს მანანა სურაძეს 577 553702 m.suradze@gnfc.ge.

 

პროექტის დასარეგისტრირებლად შევსებული  და ხელმოწერილი განცხადის ფორმა, ასევე ყველა მოთხოვნილი საბუთი უნდა გადმოაგზავნოთ ელექრონულ მისამართზე:   info@gnfc.ge

 

ეროვნული კინოცენტრი არაუგვიანეს 30 დეკემბრისა  განიხილავს შემოსულ პროექტებს. გადაწყვეტილება გამოქვეყნდება კინოცენტრის ვებ-გვერდზე, ასევე წერილობით ეცნობება პროექტების ავტორებს.

 

განაცხადის ფორმა

 

2019-11-07T16:06:16+00:00