სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2019 წლის ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოების დაფინანსების კონკურსის საბოლოო შედეგები

/სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2019 წლის ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოების დაფინანსების კონკურსის საბოლოო შედეგები

ეროვნული კინოცენტრის მიერ სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2019 წლის ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოების დასაფინანსებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოდგენილი იყო 10 პროექტი.

2019 წლის 17 აპრილის საექსპერტო კომისიის სხდომაზე , II ტურში, წარმოდგენილ იქნა 5 პროექტი, რომელთა საბოლოო ქულები შემდეგნაირად გადანაწილდა:

1.,,ქარმა დაუბერა. ქალმა თავის აბრეშუმის ყელსახვევზე გაიფიქრა” (პროდიუსერი – ,,საქდოკ ფილმი” ანნა ძიაპშიპა, რეჟისორი – ალექსანდრე კობერიძე, სცენარის ავტორი – ალექსანდრე კობერიძე) – 189 ქულა;

2.,,წვიმა ორ ნაპირზე” (პროდიუსერი – შპს ,,ბათუმის საავტორო ფილმების სტუდია” სულხან თურმანიძე, რეჟისორი – ზაზა ხალვაში, სცენარის ავტორი – ზაზა ხალვაში) – 175 ქულა;

3.,,მთვარე მამაა ჩემი” (პროდიუსერი – შპს,,ვაგონეტი” გიორგი ოვაშვილი, რეჟისორი – გიორგი ოვაშვილი, სცენარის ავტორი – გიორგი ოვაშვილი) – 174 ქულა;

4.,,ანტიკვარიატი” (პროდიუსერი – შპს ,,სინეტექი” რუსუდან გლურჯიძე, რეჟისორი – რუსუდან გლურჯიძე, სცენარის ავტორი – ოლეგ სმირნოვი (ნეგინი), რუსუდან გლურჯიძე ) –  165 ქულა;

5.,,ნათდება” (პროდიუსერი – შპს ,,ახალი ქართული ფილმი” ნიკოლოზ აბრამაშვილი, რეჟისორი – ფედონ პაპამაიკლი, სვენ დაგონესი, სცენარის ავტორი – სვენ დაგონესი) – 158 ქულა.

საექსპერტო კომისიის რეკომენდაციით საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი დაფინანსებს შემდეგ 4 (ოთხი) პროექტს:

  1. პროექტი ,,ქარმა დაუბერა. ქალმა თავის აბრეშუმის ყელსახვევზე გაიფიქრა” დაფინანსდეს – 200 000 (ორასი ათასი) ლარი;
  2. პროექტი ,,წვიმა ორ ნაპირზე” დაფინანსდეს – 300 000 (სამასი ათასი) ლარი;
  3. პროექტი ,,მთვარე მამაა ჩემი” დაფინანსდეს – 350 000 (სამასორმოცდაათი ათასი) ლარი;
  4. პროექტი ,,ანტიკვარიატი” დაფინანსდეს – 330 000 (სამასოცდაათი ათასი) ლარი.

* დაფინანსებული თანხის ოდენობა გადანაწილდა საექსპერტო კომისიის მიერ თითოეული გამარჯვებული  პროექტის ავტორთან (პროდიუსერი/რეჟისორი) შეთანხმებით.

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ულოცავს გამარჯვებულ პროექტებს!

By |2019-04-18T16:36:01+00:00აპრილი 17th, 2019|გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2019 წლის ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოების დაფინანსების კონკურსის საბოლოო შედეგები

About the Author: