ბრძანება საექსპერტო კომისსის შექმნის თაობაზე

/ბრძანება საექსპერტო კომისსის შექმნის თაობაზე

ოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2020 წლის წარმოების დაფინანსების კონკურსზე
შემოტანილ პროექტთა (კონკურსი #2/2) განმხილველი საექსპერტო კომისიის შექმნის
თაობაზე
,,ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ” 2000 წლის 5 დეკემბრის
საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად და ,,სსიპ –
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საექსპერტო კომისიის დებულების
დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის
2006 წლის 7 აგვისტოს #3/255 ბრძანებით დამტკიცებული დებულების
მე-2 მუხლის
პირველი და მე-2 პუნქტებისა და ,,საექსპერტო კომისიის დამტკიცებამდე კომისიის წევრობის
კანდიდატებზე წერილობითი დასაბუთების მომზადების შესახებ” სსიპ საქართველოს
კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის 2014 წლის 16 ივლისის #170 ბრძანების შესაბამისად
ვბრძანებ:
1.2020 წლის 1 მაისს შეიქმნას მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2020 წლის წარმოების
დაფინანსების კონკურსზე შემოტანილ პროექტთა (კონკურსი #2/2) განმხილველი საექსპერტო
კომისია 5 წევრის შემადგენლობით:
1. არჩილ ქიქოძე-მწერალი;
2. თამარ შავგულიძე-რეჟისორი;
3. ლევან ღლონტი-რეჟისორი;
4. გიგა ლიკლიკაძე-რეჟისორი;
5. ანა ლომიძე-კინომცოდნე.

2.გაფორმდეს შრომითი ხელშეკრულებები საექსპერტო კომისიის წევრებთან და შრომითი
ხელშეკრულებით განისაზღვროს კომისიის წევრთა შრომის ანაზღაურება და ხელშეკრულების
ვადა.
3. წინამდებარე ბრძანებას თან დაერთოს კომისიის წევრებად მოწვევის თაობაზე წერილობითი
დასაბუთება და კომისიის წევრების ჩV.
4. დაევალოს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის (შემდგომში-კინოცენტრი)
აი ტი სპეციალისტს თორნიკე ბარდაველიძეს წინამდებარე ბრძანების კინოცენტრის ვებ-
გვერდზე განთავსება.
5. ბრძანება ძალაშია კინოცენტრის ვებ გვერდზე გამოქვეყნებისთანავე.
6. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის
საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: დ. აღმაშენებლის
ხეივანი მე-12 კმ. #6).
დირექტორი
გაგა ჩხეიძე

ბრძანების გადმოწერა

2020-05-01T23:10:12+00:00