ბრძანება ხატვრული ფილმების პროექტებზე ალტერნატიული დაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადის გაგრძელების თაობაზე

/ბრძანება ხატვრული ფილმების პროექტებზე ალტერნატიული დაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადის გაგრძელების თაობაზე

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის-საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის
დებულების” მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
1.გაეზარდოთ ალტერნატიული დაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის
ვადა 2020 წლის 1 სექტემბრამდე შემდეგი პროექტების პროდიუსერებს:
ა) მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტი ,,შუშის კუნთი”, პროდიუსერი – შპს ,,ნუში
ფილმი”.
ბ) სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტი ,,ორმო”, პროდიუსერი-შპს ,,ტერა ინკოგნიტა
ფილმს”.
გ) სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტი ,,ცივი ღრუბლები”, პროდიუსერი- შპს ,,20 შტეპს
Pროდუცტიონს”.
დ)მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტი ,,ამბავი დუმბაძეებისა”, პროდიუსერი –
სს ,,ქართული ფილმი”.
ე) სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტი ,,რეალური არსებები”, პროდიუსერი- შპს ,,1
დროფ ფილმი”.
2.დაევალოს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის (შემდგომში-კინოცენტრი) აი ტი
სპეციალისტს თორნიკე ბარდაველიძეს წინამდებარე ბრძანების კინოცენტრის ვებ-გვერდზე
განთავსება.
2. ბრძანება ძალაშია კინოცენტრის ვებ გვერდზე გამოქვეყნებისთანავე.
3.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის
საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: დ. აღმაშენებლის ხეივანი
მე-12 კმ. #6).
საფუძველი: სს ,,ქართული ფილმი”-ს დირექტორთა საბჭოს წევრის გიორგი ხარებავას 27.03.2020
წლის #ა2-122 განცხადება; შპს ,,20 შტეპს Pროდუცტიონს” დირექტორის 13.04.2020 წლის #ა2-133
განცხადება; შპს ,,ნუში ფილმი” დირექტორის 16.04.2020 წლის #ა2-144 განცხადება; შპს ,,ტერა
ინკოგნიტა ფილმს” დირექტორის 21.04.2020 წლის #ა2-148 განცხადება; შპს ,,1 დროფ ფილმი”
დირექტორის 23.04.2020 წლის ა2-154 განცხადება.
დირექტორი
გაგა ჩხეიძე

 

ბრძანების გადმოწერა

2020-04-30T23:53:54+00:00