ეროვნული კინოცენტრის დაფინანსებული პროექტი „ინგა“ ლიტვის კინოფონდის რჩეული გახდა

/ეროვნული კინოცენტრის დაფინანსებული პროექტი „ინგა“ ლიტვის კინოფონდის რჩეული გახდა
ეროვნული კინოცენტრის  მიერ დაფინანსებული პროექტი „ინგა”  ლიტვის კინოფონდის კოპროდუქციის კონკურსის რჩეული გახდა. „ინგა”-ს რეჟისორები დათო აბრამიშვილი და გიორგი გოგიჩაიშვილი არიან, რომელთა მოკლემეტრაჟიანი ფილმი „8 წუთი” მსოფლიოს მრავალი ფესტივალის ყურადღების ცენტრში მოექცა (სცენარის ავტორები: მარიამ ბექაური, ზაზა კოშკაძე).
საქართველოს მხრიდან „ინგა”-ს მწარმოებელი კომპანიებია : „სიბლერ ფილმსი„ და „ნათურა ფილმი”, ხოლო პროდიუსერები: ციაკო აბესაძე, გეგა ხმალაძე და მაგდა დათუაშვილი. ლიტვისა და ლუქსემბურგის მხრიდან პროექტში ჩართულია შემდეგი კომპანიები: „FILMAI LT” და „Paul Thiltges Distributions”.
„ინგა” 2017 წელს მანჰაიმის შეხვედრების ადგილის რჩეული პროექტიც იყო, სადაც სხვადასხვა მიმართულებით მოხდა მისი განვითარება.
„ინგა”-ს წარმოება წლის ბოლომდეა დაგეგმილი.
2018-10-30T11:48:47+00:00