კინოხელოვნების პოპულარიზაციის პროექტების დაფინანსების წესი

/კინოხელოვნების პოპულარიზაციის პროექტების დაფინანსების წესი

პუნქტი 1. კინოხელოვნების პოპულარიზაციის პროექტების დაფინანსების წესი ეხება სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის (შემდგომში – ეროვნული კინოცენტრი) ბიუჯეტიდან იმ ღონისძიებების დაფინანსებას, რომელიც გათვალისწინებულია ,,სსიპ-საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დებულებით” და ,,ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ” საქართველოს კანონით.

პუნქტი 2. ეროვნული კინოცენტრისთვის კინოხელოვნების პოპულარიზაციის პროექტების დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს წარმოადგენს ,,სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დებულების” მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტითა და ,,ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით, მე-8 მუხლის მე-6 პუნქტითა და მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დებულებები.

პუნქტი 3. კინოხელოვნების პოპულარიზაციის პროექტების დაფინანების თაობაზე განაცხადი (შემდგომ – პროექტი) ეროვნულ კინოცენტრს წარედგინება პროექტის ავტორის მიერ ღონისძიების გამართვამდე მინიმუმ 90 (ოთხმოცდაათი) დღით ადრე დანართ 1-ში და დანართი 2-ში მითითებული ფორმით. სხვა ფორმით წარმოდგენილი პროექტი არ განიხილება.

პუნქტი 4. პროექტის დაფინანსების შესახებ საკითხს განიხილავს ეროვნულ კინოცენტრში შექმნილი სათათბირო კომისია (შემდგომში – კომისია). კომისია შედგება 7 (შვიდი) წევრისგან. ის კომპლექტდება კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებისგან, რომლებსაც უკავიათ შემდეგი თანამდებობა:

ა) დირექტორი;
ბ) დირექტორის პირველი მოადგილე;
გ) კინოხელოვნების პოპულარიზაციის დეპარტამენტის უფროსი;
დ) კინოხელოვნების პოპულარიზაციის დეპარტამენტის კინოგანათლების მიმართულების მენეჯერი;
ე) კინოხელოვნების პოპულარიზაციის დეპარტამენტის კინოდისტრიბუციის მიმართულების მენეჯერი;
ვ) კინოხელოვნების პოპულარიზაციის დეპარტამენტის კინომემკვიდრეობის მენეჯერი.
ზ) კინოხელოვნების პოპულარიზაციის დეპარტამენტის ბეჭდური და ინტერნეტ-გამოცემების მენეჯერი.

პუნქტი 5. კომისია უფლებამოსილია, განიხილოს პროექტი, თუ სხდომას ესწრება კომისიის არანაკლებ 4 (ოთხი) წევრი.
სხდომის მსვლელობა ფორმდება ოქმით, რომელსაც ადგენს კომისიის ერთ-ერთი წევრი და ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი.
კომისიის წევრთა მიერ სხდომაზე გამოთქმულ აზრს აქვს სარეკომენდაციო ხასიათი.

პუნქტი 6. კომისიას უფლება აქვს, პროექტის განხილვის პროცესში მოსთხოვოს პროექტის ავტორს როგორც დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა, ასევე ბიუჯეტის კორექტირება.

პუნქტი 7. საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორი უფლებამოსილია, მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილებებიდან ერთ-ერთი:

ა) პროექტისთვის მოთხოვნილი დაფინანსების სრულად გამოყოფა;
ბ) პროექტისთვის მოთხოვნილი დაფინანსების ნაწილობრივ გამოყოფა;
გ) პროექტის დაფინანსებაზე უარის თქმა.

პუნქტი 8. გადაწყვეტილება ფორმდება ეროვნული კინოცენტრის დირექტორის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.

პუნქტი 9. ეროვნული კინოცენტრის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება პროექტის ავტორს ეცნობება წერილობითი ფორმით გადაწყვეტილების მიღებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.

პუნქტი 10. პროექტის დაფინანსების ან ნაწილობრივი დაფინანსების შემთხვევაში ოქმში განისაზღვრება იმ პირის ვინაობა, ვინც განახორციელებს კონტროლს პროექტის მიმდინარეობასა და შესრულებაზე.

 

ბრძანების გადმოწერა

2019-12-27T18:45:12+00:00