ეროვნული კინოცენტრის მიერ სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2019-2020 წლის წარმოების დასაფინანსებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისმისაღებად წარმოდგენილი 32 (ოცდათორმეტი) პროექტიდან მეორე ტურში გადავიდა 6 (ექვსი) პროექტი.
2019 წლის 8 ივლისს ჩატარდა კონკურსის მე-2 ტური. წარმოდგენილმა პროექტებმა მიიღო შემდეგი შეფასება :
- დროებითი ჭერი (პროდიუსერი – შპს „ნათურა ფილმი’’ ციალა აბესაძე, რეჟისორი და სცენარის ავტორი – გიორგი ქობალია) – 115 ქულა;
- დიდი შესვენება (პროდიუსერი – შპს „მილიმეტრ ფილმი“ დავით უჯმაჯურიძე, რეჟისორი და სცენარის ავტორი- დათა ფირცხალავა) – 113 ქულა;
- რეალური არსებები (პროდიუსერი – შპს „1დროფ ფილმი“ კახაბერ მაჭარაშვილი, რეჟისორი – ვახტანგ ჯაჯანიძე, სცენარის ავტორი – ვახტანგ ჯაჯანიძე, თეონა დოლენჯაშვილი) – 109 ქულა;
- როცა 17 წლის ხარ (პროდიუსერი – შპს „თეიქს ფილმი“ ქეთევან დანელია, რეჟისორი და სცენარის ავტორი- გიორგი მუხაძე) -109 ქულა;
- პანაპტიკონი (პროდიუსერი – შპს „20 Steps Productions” ვლადიმერ კაჭარავა, რეჟისორი – ჯორჯ სიხარულიძე, სცენარის ავტორი-ჯორჯ სიხარულიძე) – 98 ქულა;
- ნაცრისფერი ცა (პროდიუსერი – შპს „პარაშუტი“ კონსტანტინე კალანდაძე, რეჟისორი – ეკატერინე ჭელიძე, სცენარის ავტორი- ეკატერინე ჭელიძე, კონსტანტინე კალანდაძე) – 97 ქულა;
საექსპერტო კომისიამ საბოლოო დაფინანსების რეკომენდაცია გაუწია 4 (ოთხ) პროექტს:
- პროექტი ,,დროებითი ჭერი’’ – 400 000,00 (ოთხასი ათასი) ლარი;
- პროექტი ,,დიდი შესვენება” – 300 000,00 (სამასი ათასი) ლარი;
- პროექტი ,,როცა 17 წლის ხარ’’ – 200 000,00 (ორასი ათასი)
- პროექტი ,,რეალური არსებები’’– 200 000,00 (ორასი ათასი)
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ულოცავს გამარჯვებულებს!