სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2020 წელს პროექტის განვითარების დაფინანსების კონკურსის პირობები

/სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2020 წელს პროექტის განვითარების დაფინანსების კონკურსის პირობები

კონკურსის გამოცხადების თარიღი

2020 წლის 23 ივლისი

 

კონკურსის მიზანი

კონკურსის მიზანია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით  ეროვნული ფილმის პროექტის განვითარების დაფინანსება.

 

უფლებამოსილი კონკურსანტი

ეროვნულ კინოცენტრში პროექტის განაცხადი წარდგენილი უნდა იყოს პროდიუსერის მიერ, რომელიც არის ინდივიდუალური მეწარმე  ან იურიდიული პირი.

 

კონკურსის  ეტაპები

თავდაპირველად საექსპერტო კომისიის წევრები ეცნობიან კონკურსზე შემოტანილ პროექტებს.

კონკურსის მომდევნო ეტაპი არის დათქმულ დროს გასაუბრება პროდიუსერთან და რეჟისორთან. გასაუბრებაში დასაშვებია სცენარის ავტორის მონაწილეობაც. ამის შემდეგ კომისიის წევრები აფასებენ პროექტებს 1-დან 10 ქულამდე კინოცენტრის მიერ დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე და კინოცენტრს გადასცემენ თითოეული პროექტისთვის მინიჭებული ქულის დასაბუთებას წერილობითი ფორმით, არაუმეტეს 1 გვერდისა თითო პროექტზე.

საექსპერტო კომისია კონკურსის შედეგებს ეროვნულ კინოცენტრს წარუდგენს დასკვნის სახით. რომლის ძირითადი ნაწილია ქულათა შეჯამებით მიღებული რეიტინგული სია. ამ დასკვნით ის რეკომენდაციას აძლევს ეროვნულ კინოცენტრს, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში დააფინანსოს პროექტები რიგითობის მიხედვით. ამავე დროს კომისიას აქვს უფლება, დაფინანსების რეკომენდაცია გაუწიოს პროექტების მხოლოდ გარკვეულ რაოდენობას. კომისიას ასევე აქვს უფლება, დაფინანსების რეკომენდაცია არ გასცეს არცერთ პროექტზე.

 

ინფორმაციის გამოთხოვა

კონკურსის დასრულების და შედეგების გამოქვეყნების შემდეგ კონკურსში მონაწილე ყველა პირს უფლება აქვს, საკუთარი პროექტის შეფასების თაობაზე გამოითხოვოს ინფორმაცია – ქულები და წერილობითი არგუმენტაცია. ცალკეული შეფასებების ავტორთა ვინაობა არ საჯაროვდება.

 

დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობა და დაფინანსების ოდენობა

ეროვნული კინოცენტრი კომისიის დასკვნის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობის თაობაზე. თითო პროექტი დაფინანსდება მაქსიმუმ 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარით.

 

დოკუმენტაციის წარდგენის წესი

საკონკურსო აპლიკაცია და დოკუმენტაცია უნდა გამოიგზავნოს ელექტრონული პროგრამის ,,სინემატოგრაფი მენეჯმენტ სისტემის” (Cinamatography Management System – CMS)  საშუალებით. იხილეთ ვიდეო გზამკვლევი: https://www.youtube.com/watch?v=Z33mYHxMudQ

 

სავალდებულო საკონკურსო დოკუმენტაცია

  1. განაცხადი;
  2. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან (განახლებული 2020 წელს);
  3. ინფორმაცია ინდივიდუალური მეწარმისა და იურიდიული პირის საქმიანობის შესახებ;
  4. ფილმის ავტორთა (რეჟისორი, სცენარის ავტორი, დიალოგების ავტორი,) პირადობის მოწმობის ასლები, რომელიც ადასტურებს მათ მოქალაქეობას, ბიოფილმოგრაფია და კოორდინატები;
  5. ხელშეკრულებები რეჟისორთან, სცენარის ავტორთან და დიალოგების ავტორთან, რომელთა მიხედვითაც დასტურდება, რომ განმცხადებელი არის კანონიერი მფლობელი ყველა იმ საავტორო უფლებისა, რომელიც ფილმში იქნება გამოყენებული;
  6. პროდიუსერის მოტივაცია;
  7. პროდიუსერის წინა ნამუშევარი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  8. რეჟისორის ხედვა;
  9. რეჟისორის წინა ნამუშევარი;
  10. მოკლე სინოფსისი (1 გვერდამდე);
  11. სცენარის სამუშაო ვერსია;
  12. პროექტის განვითარების ბიუჯეტი.

 

განვითარებული პროექტი

გამარჯვებული პროექტის ავტორები ვალდებულები არიან ბეჭდური და ელექტრონული ვერსიის სახით, არა უგვიანეს 2021 წლის 25 იანვრისა კინოცენტრს ჩააბარონ:

 

  1. სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ლოგლაინი;
  2. სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის სინოფსისი (1 გვერდამდე);
  3. სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის თრითმენტი (8-დან 12 გვერდამდე);
  4. მუდ ბუქი – ქართული და ინგლისური ვერსიები (ლოგლაინი, სინოფსისი 1 გვ, რეჟისორის ხედვა 1,5 – 2 გვ, პროექტის ვიზუალური კონცეფცია შესაძლებელი მინიშნებებით – მითითებებით სხვა უკვე ცნობილი ფილმების მაგალითებზე, ესკიზები, დადასტურებული ან სავარაუდო ლოკაციების ფოტოები, ქასთინგი ან სავარაუდო ქასთინგი, შემოქმედებითი ჯგუფის წევრების ბიოგრაფიები, პროდიუსერის ხედვა, კომპანიის პროფილი, პროექტის ტექნიკური, ფინანსური და კალენდარული ზოგადი მახასიათებლები), წარმოდგენილი ბუკლეტის ფორმატში.
  5. პროდიუსერის მოტივაცია;
  6. რეჟისორის ხედვა;
  7. მომავალი ფილმის ბიუჯეტი;
  8. ფინანსური გეგმა (საიდან შეივსება ფილმის სრული ბიუჯეტი);
  9. დასრულებული სცენარი არანაკლებ 80 გვერდისა;
  10. საწარმოო გეგმა (სამუშაოს შესრულების განრიგი), რომელიც მოიცავს წინასაწარმოო, გადაღების და პოსტ პროდუქციის ვადებს;
  11. თანაწარმოების ხელშეკრულება (არსებობის შემთხვევაში);

 

პროექტის განვითარებისთვის  მიღებული თანხა შესაძლებელია გაიხარჯოს შემდეგ მუხლებზე:

  • პროდიუსერის ხელფასი (მაქსიმუმ 1000 ლ);
  • ავტორთა (რეჟისორი, სცენარის ავტორი) ჰონორარები (მთლიანობაში არ უნდა აღემატებოდეს ბიუჯეტის 20%-ს);
  • სკრიპტ-დოქტორის ჰონორარი;
  • სცენარის და სხვა საჭირო დოკუმენტაციის თარგმის ხარჯები;
  • მუდ ბუქის შექმნის ხარჯები;
  • თიზერის შექმნის ხარჯები;
  • პროექტის განვითარების კონსულტანტის ჰონორარი მაქსიმუმ 1000 ლარის ოდენობით (კინოცენტრის მიერ შემოთავაზებული კანდიდატებიდან ერთ-ერთის);
  • მივლინებები;
  • მონაწილეობა საერთაშორისო ინდუსტრიულ ღონისძიებებში პროექტის განვითარების მიზნით;

შენიშვნა: კინოცენტრი არ დააფინანსებს ტექნიკისა და ინვენტარის შეძენას, ოფისის ქირას, კომუნალურ და საწვავის ხარჯებს.

 

შეზღუდვები

პროდიუსერი: პროდიუსერს არ უნდა გააჩნდეს სახელმწიფოს მიმართ ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება და არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.

ეროვნული კინოცენტრი არ მიიღებს იმ  პროდიუსერთა პროექტებს, რომელმაც ვერ შეასრულეს ეროვნული კინოცენტრის წინაშე აღებული ვალდებულება  (არ იგულისხმებიან ის პროდიუსერები, რომელთაც ფილმის დასრულების ვადა ხელშეკრულებით აქვთ გაგრძელებული). პროდიუსერს კონკურსში უფლება აქვს შემოიტანოს არაუმეტეს სამი პროექტისა.

რეჟისორი: ეროვნული კინოცენტრი არ მიიღებს იმ რეჟისორთა პროექტებს, რომლებიც ალტერნატიული დაფინანსების მოძიების პროცესში არიან ან რომლებმაც ვერ შეასრულეს ეროვნული კინოცენტრის წინაშე აღებული ვალდებულება  (იგულისხმებიან ის რეჟისორებიც, რომელთაც ფილმის დასრულების ვადა ხელშეკრულებით აქვთ გაგრძელებული და წარმოების პროცესში არიან).

დაუშვებელია, ერთი და იგივე პირი წარმოდგენილი იყოს რეჟისორად კონკურსში მონაწილე ორ ან მეტ პროექტში.

პროექტი: პროექტი, რომელსაც ერთხელ უკვე მიღებული აქვს ეროვნული კინოცენტრის დაფინანსება განვითარებისთვის, წინამდებარე კონკურსში ვერ მიიღებს მონაწილეობას.

 

დედლაინი

საკონკურსო დოკუმენტაცია (პროექტები) მიიღება ელექტრონული სააპლიკაციო პროგრამის საშუალებით 2020 წლის 10 სექტემბრის 17:00 სთ-მდე.

 

კონსულტაციები

სურვილის შემთხვევაში კონკურსანტებს შეუძლიათ გაიარონ კონსულტაცია. კონსულტაციები ჩატარდება ტელეფონით ან ელ. ფოსტით.

 

საკონტაქტო პირები:

ნინო კუხალაშვილი (იურიდიული ასპექტები)

ტელეფონი: +995 577 955 250  ელ. ფოსტა: n. kukhalashvili@gnfc.ge

სალომე დანელია (წარმოება და ფინანსები)

ტელეფონი: +995 599 85 07 81 ელ. ფოსტა: s.danelia@gnfc.ge

მანანა მელაძე (წარმოება და ფინანსები)

ტელეფონი:   577 40 75 39  ელ. ფოსტა: m.meladze@gnfc.ge

ანდრო წიკლაური (წარმოება და ტექნიკური დახმარება)

ტელეფონი: +995 551 334 000 ელ. ფოსტა: a.tsiklauri@gnfc.ge

 

ბრძანებისა და დანართის გადმოწერა

2020-07-24T16:53:32+00:00