ეროვნული კინოცენტრის მიერ სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2019 წლის ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოების დასაფინანსებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოდგენილი იყო 10 პროექტი.
2019 წლის 17 აპრილის საექსპერტო კომისიის სხდომაზე , II ტურში, წარმოდგენილ იქნა 5 პროექტი, რომელთა საბოლოო ქულები შემდეგნაირად გადანაწილდა:
1.,,ქარმა დაუბერა. ქალმა თავის აბრეშუმის ყელსახვევზე გაიფიქრა” (პროდიუსერი – ,,საქდოკ ფილმი” ანნა ძიაპშიპა, რეჟისორი – ალექსანდრე კობერიძე, სცენარის ავტორი – ალექსანდრე კობერიძე) – 189 ქულა;
2.,,წვიმა ორ ნაპირზე” (პროდიუსერი – შპს ,,ბათუმის საავტორო ფილმების სტუდია” სულხან თურმანიძე, რეჟისორი – ზაზა ხალვაში, სცენარის ავტორი – ზაზა ხალვაში) – 175 ქულა;
3.,,მთვარე მამაა ჩემი” (პროდიუსერი – შპს,,ვაგონეტი” გიორგი ოვაშვილი, რეჟისორი – გიორგი ოვაშვილი, სცენარის ავტორი – გიორგი ოვაშვილი) – 174 ქულა;
4.,,ანტიკვარიატი” (პროდიუსერი – შპს ,,სინეტექი” რუსუდან გლურჯიძე, რეჟისორი – რუსუდან გლურჯიძე, სცენარის ავტორი – ოლეგ სმირნოვი (ნეგინი), რუსუდან გლურჯიძე ) – 165 ქულა;
5.,,ნათდება” (პროდიუსერი – შპს ,,ახალი ქართული ფილმი” ნიკოლოზ აბრამაშვილი, რეჟისორი – ფედონ პაპამაიკლი, სვენ დაგონესი, სცენარის ავტორი – სვენ დაგონესი) – 158 ქულა.
საექსპერტო კომისიის რეკომენდაციით საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი დააფინანსებს შემდეგ 4 (ოთხი) პროექტს:
- პროექტი ,,ქარმა დაუბერა. ქალმა თავის აბრეშუმის ყელსახვევზე გაიფიქრა” დაფინანსდეს – 200 000 (ორასი ათასი) ლარი;
- პროექტი ,,წვიმა ორ ნაპირზე” დაფინანსდეს – 300 000 (სამასი ათასი) ლარი;
- პროექტი ,,მთვარე მამაა ჩემი” დაფინანსდეს – 350 000 (სამასორმოცდაათი ათასი) ლარი;
- პროექტი ,,ანტიკვარიატი” დაფინანსდეს – 330 000 (სამასოცდაათი ათასი) ლარი.
* დაფინანსებული თანხის ოდენობა გადანაწილდა საექსპერტო კომისიის მიერ თითოეული გამარჯვებული პროექტის ავტორთან (პროდიუსერი/რეჟისორი) შეთანხმებით.
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ულოცავს გამარჯვებულ პროექტებს!