ცვლილება სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის 10.01.2020 წლის #7 ბრძანებაში

/ცვლილება სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის 10.01.2020 წლის #7 ბრძანებაში

,,სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოების 2020 წელს დაფინანსების მიზნით კონკურსის (#2/1) გამოცხადების თაობაზე” სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის 10.01.2020 წლის #7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის #181 დადგენილების მე-13 მუხლის მე-7 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და სსიპ – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დებულების მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის `თ~ ქვეპუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

1.საქართველოში კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო, შეიცვალოს სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოების 2020 წელს დაფინანსების კონკურსის პირობებში დოკუმენტაციის წარმოდგენის წესი, კერძოდ ცვლილება შევიდეს სრულმრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოების 2020 წელს დაფინანსების მიზნით კონკურსის (#2/1) გამოცხადების თაობაზე” სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის 10.01.2020 წლის #7 ბრძანებით დამტკიცებულ ,,სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოების 2020 წელს დაფინანსების კონკურსის პირობებში:
ა) ქვესათაურში ,,დოკუმენტაციის წარმოდგენის წესი” ნაცვლად ფორმულირებისა:
,,საკონკურსო აპლიკაცია და დოკუმენტაცია უნდა გამოიგზავნოს ელექტრონული პროგრამის ,,სინემატოგრაფი მენეჯმენტ სისტემის” (ჩინემატოგრაპჰყ Mანაგემენტ შყსტემ -ჩMშ) საშუალებით. იხილეთ ვიდეო გზამკვლევი ჰტტპს://წწწ.ყოუტუბე.ცომ/წატცჰ?ვ=ძ33მYHხMუდQ
გარდა ონლაინ აპლიკაციისა კინოცენტრში წარმოდგენილი უნდა იყოს საკონკურსო დოკუმენტაციის ერთი ბეჭდური ვერსია”
განისაზღვროს შემდეგი ფორმულირება: ,,საკონკურსო აპლიკაცია და დოკუმენტაცია უნდა გამოიგზავნოს ელექტრონული პროგრამის ,,სინემატოგრაფი მენეჯმენტ სისტემის” (ჩინემატოგრაპჰყ Mანაგემენტ შყსტემ -ჩMშ) საშუალებით. იხილეთ ვიდეო გზამკვლევი ჰტტპს://წწწ.ყოუტუბე.ცომ/წატცჰ?ვ=ძ33მYHხMუდQ”

ბ)ქვესათაურში ,,ვადები” ნაცვლად ფორმულირებისა ,,საკონკურსო დოკუმენტაცია (პროექტები) მიიღება ელექტრონული სააპლიკაციო პროგრამის საშუალებით 2020 წლის 23 აპრილის 17:00 სთ-მდე; პროექტის ერთი ეგზემპლარი Bბეჭდური სახით ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ კინოცენტრში 2020 წლის 23 აპრილის 17:00 სთ-მდე;” განისაზღვროს შემდეგი ფორმულირება: ,,საკონკურსო დოკუმენტაცია (პროექტები) მიიღება ელექტრონული სააპლიკაციო პროგრამის საშუალებით 2020 წლის 23 აპრილის 17:00 სთ-მდე;”
გ)ქვესათაურში ,,სავალდებულო დოკუმენტაცია” მე-19 ქვეპუნქტი ნაცვლად ფორმულირებისა ,,19.კოპროდიუსერებს შორის დადებული კოპროდუქციის კონტრაქტი (ორიგინალები ან ასლები ნოტარიულად დამტკიცებული) ეს კონტრაქტი უნდა შეიცავდეს:” განისაზღვროს შემდეგი ფორმულირება: ,,19.კოპროდიუსერებს შორის დადებული კოპროდუქციის კონტრაქტი. ეს კონტრაქტი უნდა შეიცავდეს:”
2. ,,სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოების 2020 წელს დაფინანსების მიზნით კონკურსის (#2/1) გამოცხადების თაობაზე” სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის 10.01.2020 წლის #7 ბრძანებით დამტკიცებულ ,,სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოების 2020 წელს დაფინანსების კონკურსის პირობებში” შეტანილი ცვლილებები განთავსდეს კინოცენტრის ვებ-გვერდზე.

3. ბრძანება ძალაში შევიდეს ვებ – გვერდზე გამოქვეყნებისთანავე.
4.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. #6).
დირექტორი გაგა ჩხეიძე

 

ბრძანების გადმოწერა

2020-04-21T22:19:04+00:00