კონკურსი 2/4
პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2020 წლის წარმოების დაფინანსების კონკურსის პირობები
კონკურსის გამოცხადების თარიღი
2019 წლის 1 ნოემბერი
კონკურსის მიზანი
კონკურსის მიზანია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით ეროვნული ფილმების წარმოების დაფინანსება.
დოკუმენტაციის წარდგენის წესი
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება უნდა განხორციელდეს მხოლოდ ელექტრონული პროგრამის Cinematography management system (CMS) საშუალებით იხ. ვიდეო გზამკვლევი
გარდა ონლაინ აპლიკაციისა კინოცენტრში წარმოდგენილი უნდა იყოს საკონკურსო დოკუმენტაციის ერთი ბეჭდური ვერსია.
უფლებამოსილი კონკურსანტი
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს ან საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს.
პროდიუსერს არ უნდა გააჩნდეს სახელმწიფოს მიმართ ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება და არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ რეჟისორებს, რომელთაც სურთ პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტის განხორციელება. არ განიხილება მეორე და შემდეგი პროექტები.
დაფინანსება
კონკურსში გამარჯვებული პროექტ(ებ)ი კინოცენტრის მიერ დაფინანსდება ფილმის საერთო ბიუჯეტის 75% -მდე.
დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობა
ეროვნული კინოცენტრი კომისიის დასკვნის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობის თაობაზე და განსაზღვრავს თითოეული პროექტისთვის დაფინანსების ოდენობას.
ქრონომეტრაჟი
ფილმის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 80 წთ-ზე ნაკლები.
კონკურსის ეტაპები
თავდაპირველად საექსპერტო კომისიის წევრები ეცნობიან კონკურსზე შემოტანილ პროექტებს (სცენარებს და სხვა დოკუმენტაციას).
კონკურსის მომდევნო (ძირითადი) ეტაპი არის დათქმულ დროს პროექტების პრეზენტაცია და გასაუბრება ავტორებთან, რის შემდეგაც კომისიის წევრები აფასებენ პროექტებს დადგენილი ქულების სისტემის საფუძველზე.
საექსპერტო კომისია კონკურსის შედეგებს ეროვნულ კინოცენტრს წარუდგენს დასკვნის სახით. ამ დასკვნით ის რეკომენდაციას აძლევს ეროვნულ კინოცენტრს, დააფინანსოს პროექტები, რომლებიც მიიღებენ მაღალ შეფასებებს.
სავალდებულო საკონკურსო დოკუმენტაცია:
- ინდმეწარმის ან იურიდიული პირის განაცხადი (კინოცენტრის მიერ შემუშავებული ფორმით* ბეჭდური ვერსიის შემთხვევაში);
- ბოლო სამი თვის მანძილზე განახლებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან;
- ინფორმაცია იურიდიული პირის საქმიანობის შესახებ;
- პროდიუსერის ნამუშევარი (მხატვრული ან დოკუმენტური ფილმი);
- ფილმის ავტორთა (რეჟისორი,სცენარის ავტორი, დიალოგების ავტორი, კომპოზიტორი) პირადობის მოწმობის ასლები (რომელიც ადასტურებს მათ მოქალაქეობას), ბიოფილმოგრაფია და კოორდინატები;
- ხელშეკრულებები რეჟისორთან, სცენარის ავტორთან და დიალოგების ავტორთან, რომელთა მიხედვითაც დასტურდება, რომ განმცხადებელი არის კანონიერი მფლობელი ყველა იმ საავტორო უფლებისა, რომელიც ფილმში იქნება გამოყენებული;
- რეჟისორის ორი ნამუშევარი (მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ან დოკუმენტური ფილმი);
- პროდიუსერის მოტივაცია;
- რეჟისორის ხედვა;
- ფილმის მოკლე სინოფსისი (1 გვერდამდე);
- პროფესიონალურად დაფორმატებული ფილმის სცენარი;
- ფილმის ბიუჯეტი (სურვილის შემთხვევაში ეროვნული კინოცენტრის მიერ შემუშავებული ფორმით*);
- ფინანსური გეგმა (დაფინანსების მოპოვების გრაფიკი*);
- საწარმოო გეგმა (სამუშაოს შესრულების განრიგი), რომელიც მოიცავს წინასაწარმოო, გადაღების, პოსტ-პროდუქციის ვადებსა და პრემიერის სავარაუდო თარიღს;
- თანაპროდიუსერ(ებ)თან (თუ ასეთი უკვე არსებობს) შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ორიგინალები, ან ასლები ნოტარიულად დამტკიცებული);
ეროვნული ფილმის ცნობა
სავალდებულო საკონკურსო დოკუმენტაცია მოიცავს ეროვნული ფილმის ცნობის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციას. პროდიუსერის მიერ სავალდებულო საკონკურსო დოკუმენტაციის სრულად და უხარვეზოდ წარმოდგენის შემთხვევაში ეროვნული კინოცენტრი გასცემს ეროვნული ფილმის ცნობას.
კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში პროდიუსერი ვალდებულია არაუგვიანეს 2020 წლის 1 მაისს წარმოადგინოს კინოცენტრში ბიუჯეტის სრულად შევსების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ორიგინალები, ან ნოტარიულად დამტკიცებული ასლები). წინააღმდეგ შემთხვევაში პროექტის ფინანსური მხარდაჭერის გადაწყვეტილება ძალას კარგავს.
გამონაკლისის სახით, პროდიუსერის მიერ სათანადოდ დასაბუთებული არგუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში კინოცენტრი იტოვებს უფლებას გაახანგძლივოს საბუთების წარმოდგენის ვადა. მსგავს გადაწყვეტილებას იღებს კინოცენტრის დირექტორი.
ალტერნატიული დაფინანსება
ალტერნატიულ დაფინანსებად შეიძლება ჩაითვალოს:
- კომპანიის ტექნიკური შენატანი;
- ფულადი ინვესტიცია, რაზეც წარმოდგენილი უნდა იყოს ამონაწერი ბანკიდან;
- ფილმის ავტორთა საჰონორარო შენატანი (ე.წ. დეფერმენტი) თუ ის არ აღემატება მთლიანი ბიუჯეტის 5%.
ვადები
საკონკურსო დოკუმენტაცია (პროექტები) მიიღება ელექტრონული სააპლიკაციო პროგრამის საშუალებით 2019 წლის 6 დეკემბრის 18:00 სთ-მდე; (ელექტრონულ აპლიკაციაში ხარვეზების გამოსწორების შესაძლებლობა კონკურსანტებს მიეცემათ საკონკურსო დოკუმენტაციის ბეჭდური ვერსიის წარმოდგენამდე).
საკონკურსო დოკუმენტაციის (პროექტის) ერთი ეგზემპლარი წარმოდგენილი უნდა იყოს კინოცენტრში ბეჭდური სახით 2019 წლის 13 დეკემბრის 18:00 სთ-მდე; თუ დოკუმენტაციის ბეჭდური ვერსია არ იქნა წარმოდგენილი აღნიშნულ ვადაში, პროექტი არ ჩაითვლება რეგისტრირებულად და საექსპერტო კომისიას არ გადაეცემა განსახილველად.
შეზღუდვები
ეროვნული კინოცენტრი არ მიიღებს იმ პროდიუსერთა პროექტებს, რომლებმაც ვერ შეასრულეს ეროვნული კინოცენტრის წინაშე აღებული ვალდებულება (არ იგულისხმებიან ის პროდიუსერები, რომელთაც ფილმის დასრულების ვადა აქვთ გაგრძელებული).
კინოცენტრი არ მიიღებს იმ რეჟისორთა პროექტებს, ვისაც მოგებული აქვს კონკურსი და ფილმის წარმოების ან ალტერნატიული დაფინანსების მოძიების პროცესშია.
რეჟისორებს აქვთ მხოლოდ ერთი პროექტის წარდგენის უფლება.
არ შეიძლება ერთი და იგივე პროექტი მონაწილეობდეს კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ და ერთდროულად მიმდინარე სხვადასხვა კონკურსში.
კონკურსში მონაწილე პირს უფლება აქვს, გამოითხოვოს ინფორმაცია საკუთარი პროექტის შეფასების თაობაზე – ქულები და წერილობითი არგუმენტაცია. ინფორმაცია ცალკეული შეფასებების ავტორთა შესახებ დახურულია.
კონსულტაციები
სასურველია კონკურსანტებმა წინასწარ გაიარონ კონსულტაცია.
კონსულტაციები ჩატარდება ეროვნულ კინოცენტრში.
მისამართი: ზ. გამსახურდიას სანაპირო #4 ,
ტელ: +995 32 2 999 200; +995 32 2 999 102;
საკონტაქტო პირები: ნინო კუხალაშვილი (იურიდიული ასპექტები)
ტელეფონი: +995 577 955 250 ელ. ფოსტა: n.kukhalashvili@gnfc.ge
სალომე დანელია (წარმოება და ფინანსები)
ტელეფონი: +995 599 85 07 81 ელ. ფოსტა: s.danelia@gnfc.ge
მანანა მელაძე (წარმოება და ფინანსები)
ტელეფონი: +995 577 40 75 39 ელ. ფოსტა: m.meladze@gnfc.ge