გამოშვების წელი: 2018
ქრონომეტრაჟი: 72
მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო / საფრანგეთი / გერმანია
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: მარი გულბიანი
სცენარის ავტორი: მარი გულბიანი
პროდიუსერი: თეკლა მაჭავარიანი, ალექსანდრე შერვაშიძე. თანაპროდიუსერები : ლოურენს უიბერსფელდი, შტეფან ტოლცი.
საპრიოდუსერო კომპანია: ,,ნუში ფილმი’’
ოპერატორი: მარი გულბიანი, ნიკ ვოიტი, ტატო კოტეტიშვილი
ლოგლაინი: ბნელი ოთახი. დაბზარული კედლები… პროექტორიდან გამოსული შუქი სიბნელეს არღვევს. სოფლის პატარა სკოლაში ბავშვებისთვის პირველი კინოჩვენება იწყება. მოსწავლეებს შორის არიან ქისტი გოგონები - იმანი და ევა. კინო მათი ახალი და დიდი შთაბეჭდილებაა, რომლის შთაგონებით მოკლე ფილმების გადაღებას იწყებენ. გოგონები ცხოვრობენ პანკისის ხეობაში, რომელიც ბევრმა მამაკაცმა დატოვა...
მსოფლიო პრემიერა: შეფილდის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი