დარჩი სახლში, უყურე ქართულ კინოს! – ეროვნული კინოცენტრი ონლაინ კინოჩვენებებს იწყებს!
მარტი 24, 2020

დარჩი სახლში, უყურე ქართულ კინოს! – ეროვნული კინოცენტრი ეროვნულ კინოკლუბს აარსებს და ონლაინ კინოჩვენებებს იწყებს!

ეროვნული კინოცენტრის მიერ დაგეგმილი პირველი ონლაინ პრემიერა გაიმართება 25 მარტს, 19:00 საათზე. ფართო საზოგადოება პირველად ნახავს გიგა ბაინდურაშვილის 2019 წელს გადაღებულ ფილმს „გაბანა“ ჯანო იზორიასა და დავით როინიშვილის მონაწილეობით.

ონლაინ კინოჩვენებების განრიგი:

  • 🎬🍿25 მარტი, 19:00 საათი – “გაბანა” – რეჟისორი გიგა ბაინდურაშვილი;
    🎬🍿27 მარტი, 17:00 საათი – ანიმაციური ფილმი “ჯინო” – რეჟისორი დათო კიკნაველიძე;
    🎬🍿27 მარტი, 20:00 საათი – “მოირა” – რეჟისორი ლევან თუთბერიძე;
    🎬🍿28 მარტი, 19:00 საათი – “ნამე” – რეჟისორი ზაზა ხალვაში;
    🎬🍿29 მარტი, 19:00 საათი – “აღლუმი” – რეჟისორი ნინო ჟვანია;
    🎬🍿31 მარტი, 19:00 საათი – “შემთხვევითი პაემნები” – რეჟისორი ლევან კოღუაშვილი;🎬🍿 4 აპრილი, 19:00 საათი – “გოგიტას ახალი ცხოვრება” – რეჟისორი ლევან კოღუაშვილი;
    🎬🍿 5 აპრილი, 19:00 საათი – “დაკარგული რვანახევარი” – რეჟისორები ლაშა ოთხმეზური და ვახო ვარაზი;
    🎬🍿 6 აპრილი, 20:00 საათი – “უშენოდ მგონი მოვკვდები” – რეჟისორი ლევან თუთბერიძე;
    🎬🍿10 აპრილი, 19:00 საათი – “კრედიტის ლიმიტი” – რეჟისორი ნუცა ალექსი-მესხიშვილი;
    🎬🍿12 აპრილი, 20:00 საათი – “ცხრა მთას იქით” – რეჟისორი ლევან თუთბერიძე;
    🎬🍿15 აპრილი, 19:00 საათი – “ნეტავ იქ თეატრი არის?!” – რეჟისორი ნანა ჯანელიძე;
    🎬🍿17 აპრილი, 19:00 საათი – “მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს” – რეჟისორი თინათინ გურჩიანი;
    🎬🍿21 აპრილი, 19:00 საათი – “მზის ქალაქი” – რეჟისორი რატი ონელი;

თანამედროვე ქართული ფილმების ბმულები ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გახდება ცნობილი.

#დარჩისახლში #უყურექართულკინოს