მიშო ანთაძის დოკუმენტური ფილმი კორეაში დააჯილდოვეს
მაისი 10, 2019

მიშო ანთაძის სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის “მოსავალი” აზიური პრემიერა კორეაში, ჯონჯუს საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, სადაც ფილმი NETPAC Award-ით დააჯილდოვეს.

„მოსავალი“ ქართულ-ამერიკული კოპროდუქციაა. ფილმის პროდიუსერია ნათია გულიაშვილი. მოვლენები კახეთში ვითარდება. ამ აგრიკულტურულად მდიდარი მიწის მაცხოვრებლები ვირტუალური მოსავალის მოპოვების ციებ-ცხელებით არიან შეპყრობილნი. “მოსავალი” ჩუმი დაკვირვებაა ადამიანის, ლანდშაფტისა და ტექნოლოგიის ურთიერთკავშირზე კრიპტოვალუტის ეპოქაში.

ფილმის „მოსავალი“ მსოფლიო პრემიერა რამდენიმე თვის წინ როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.