წერე ქართულ კინოზე – კონკურსის პირობები
ოქტომბერი 13, 2020

კონკურსის გამოცხადების თარიღი

2020 წლის 13 ოქტომბერი

 

კონკურსის მიზანი

კონკურსის მიზანია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით კინომცოდნეობისა და კინოკრიტიკის განვითარების ხელშეწყობა.

 

უფლებამოსილი კონკურსანტი

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების კინომცოდნეობის, კინოჟურნალისტიკის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის   სტუდენტებს.

კონკურსანტი არ უნდა იყოს ამავე კონკურსის გასული წლების პრიზიორი.

 

კონკურსის ჯილდოები

კონკურსის შედეგად გამოვლინდება სამი გამარჯვებული სტუდენტი.

 

  • პირველი პრიზი – გამარჯვებული დაესწრება ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალს. კინოცენტრი დააფინანსებს ფესტივალზე დასწრებას 5 დღის მანძილზე, მათ შორის აკრედიტაციას, მგზავრობას, დღიურ და  სასტუმრო ხარჯებს. თუ ფესტივალი პანდემიის მიზეზით გადაინაცვლებს ონლაინ-სივრცეში, სტუდენტი უზრუნველყოფილი იქნება ამ ფორმატში ფესტივალზე დასწრებისთვის საჭირო აკრედიტაციით და ჯილდოს სახით მიიღებს 3 000 ლარს.
  • მეორე პრიზი – პრიზის მფლობელი დაფინანსდება საქართველოს უნივერსიტეტში სწავლის ერთი წლის  საფასურით ან სტიპენდიის სახით მიიღებს ამ თანხას (იმ შემთხვევაში თუ სტუდენტს მოპოვებული აქვს სასწავლო გრანტი).
  • მესამე პრიზი – პრიზის მფლობელი დაფინანსდება საქართველოს უნივერსიტეტში სწავლის ერთი სემესტრის  საფასურით ან სტიპენდიის სახით მიიღებს ამ თანხას (იმ შემთხვევაში თუ სტუდენტს მოპოვებული აქვს სასწავლო გრანტი).

 

კონკურსის ეტაპები

კონკურსი გაიმართება რამდენიმე ეტაპად;

თავდაპირველად  კინომცოდნეებისგან დაკომპლექტებული კომისია განიხილავს შემოსულ განაცხადებს (ფილმის რეცნზიას და სხვა დოკუმენტაციას) და არჩევს კონკურსანტებს.

კომისიის მიერ შერჩეულ კონკურსანტებს დაევალებათ ბოლო 5 წლის განმავლობაში გადაღებულ 7 ქართულ ფილმზე ესეს დაწერა.

კონკურსის მომდევნო (ძირითადი) ეტაპზე კომისიის მიერ მოხდება სამი გამარჯვებულის გამოვლენა უბრალო ხმათა უმრავლესობით.

 

სავალდებულო საკონკურსო დოკუმენტაცია:

  1. განაცხადის ფორმა (ამობეჭდეთ, შეავსეთ, ხელი მოაწერეთ, დაასკანერეთ);
  2. ბიოგრაფია – CV;
  3. ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან, რომელიც ადასტურებს, რომ  კონკურსანტი  არის კინომცოდნეობის სპეციალობის ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სტუდენტი;
  4. ფილმის რეცენზია.

 

საკონკურსო  განაცხადის და დოკუმენტაციის წარმოსადგენად ონლაინ ფორმატით გადადით მითითებულ ლინკზე

https://forms.gle/pdeyAw3amcKZWm2f7

 

კონკურსის ძირითად ეტაპისთვის ნაშრომები კონკურსანტებმა უნდა გამოგზავნონ  WinRAR ZIP ფორმატში მეილზე t.gabidzashvili@gnfc.ge  და ველში „თემა“ მიუთითონ „წერე ქართულ კინოზე“.

 

ვადები

საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება ელექტრონული ფორმით 2020 წლის 26 ოქტომბრის 17:00 სთ-მდე;

კონკურსის ძირითად ეტაპისთვის კონკურსანტების მიერ ნაშრომების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2020 წლის 27 ნოემბრის 17:00 სთ;

 

საკონტაქტო პირი:

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ კინოცენტრის კინოგანათლების მიმართულების პროექტების მენეჯერს,  თეა გაბიძაშვილს,

ტელეფონი: 591109569;  ელ. ფოსტა: t.gabidzashvili@gnfc.ge 

 

ბრძანების გადმოწერა