
ანა ურუშაძის "საშიში დედა" 12 რჩეულ ევროპულ ფილმს შორის მოხვდა
აგვისტო 9, 2018
ანა ურუშაძის “საშიში დედა” კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის (FIPRESCI) 12 რჩეულ ევროპულ ფილმს შორის მოხვდა. FIPRESCI-ს წევრებს საუკეთესო ევროპული ფილმების გამოვლენა ევროპულმა კინოაკადემიამ სთხოვა, სანამ ევროპული ოსკარის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.
ქართველი დებიუტანტი რეჟისორის ფილმი ჟან-ლუკ გოდარის, პაველ პავლიკოვსკის და სხვა ცნობილი რეჟისორების ნამუშევრებთან ერთად არის წარმოდგენილი. რჩეული ფილმების სრული სია შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე.
European Film Awards-ის დაჯილდოვების ცერემონია 2018 წლის 15 დეკემბერს გაიმართება.