ანესის კინოფესტივალი ქართველ პარტნიორებთან ერთად აცხადებს საპროექტო განაცხადების მიღებას ანიმაციური ფილმის პროექტის განვითარებაზე
სექტემბერი 9, 2019

ანესის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი და კინოცენტრი „ქართული ფილმი-აფხაზეთი”, საქართველოს ანიმატორთა ასოციაცია „საქანიმა“ და სტუდია “კვალი XXI” აცხადებს საპროექტო განაცხადების მიღებას ანიმაციური ფილმის პროექტის განვითარებაზე.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 10 ოქტომბერი.

კონკურსის შედეგად ანესის ფეტსივალის ექსპერტების მიერ საქართველოდან შეირჩევა 6 ანიმაციური ფილმის პროექტი.

საქართველოში ჩამოვა ანესის ფესტივალის მიერ შერჩეული პროდიუსერი, რომელიც 2019 წლის 14 ოქტომბრიდან – 18 ოქტომბრის ჩათვლით, შერჩეულ 6 პროექტის ავტორს, 5 დღიან ტრენინგს ჩაუტარებს (სამუშაო ენა ინგლისური).

ტრენინგების შედეგად, ანესის ფეტსივალის ექსპერტების მიერ გამოვლინდება 1 პროექტი, რომელიც 2019 წლის ივნისში ანესის ფესტივალის ბაზრობაზე წარსდგება.

მონაწილის მგზავრობის ხარჯებს დაფარავს ეროვნული კინოცენტრი, ხოლო ანესის ფესტივალი აკრედიტაციით უზრუნველყოფს მას.

დეტალური ინფორმაცია საბუთების შემოტანასთან დაკავშირებით და განაცხადის პირობები გთხოვთ იხილოთ ინგლისურ ენაზე მოცემულ ბმულზე.

პროექტები ინგლისურ ენაზე შეგიძლიათ გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე:

m.suradze@gnfc.ge
saqanima@gmail.com