ანესის საერთაშორისო ბაზრობამ შეარჩია 6 ქართული პროექტი რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ 5 დღიან ვორქშოპში
აპრილი 8, 2015

MIFA (ანესის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ბაზრობამ) გამოავლინა 6  მოკლემეტრაჟიანი (5-10 წთ) ანიმაციური ფილმის პროექტი საქართველოდან.

გამარჯვებული პროექტები

იუპიტერის სიზმარი: დავით რიკიაშვილი
ლილე: ნათია ნიკოლაშვილი
მეთევზე და გოგონა: მამუკა ტყეშელაშვილი
განდეგილი: დათო კინკნაველიძე
ჯიბის კაცი: ანა ჩუბინიძე , ლუკა ცეცხლაძე
სელფი დათვი: ილია აგლაძე

კინოცენტრის მხარდაჭერით, საქართველოში ჩამოვა ანესის მიერ შერჩეული პროფესიონალი, რომელიც შერჩეული 6 პროექტის ავტორს 5 დღიან ტრენინგს ჩაუტარებს.

ტრენინგების შედეგად MIFA-ს მიერ გამოვლინდება 1 პროექტი, რომელიც ანესის ფესტივალზე პიჩინგით წარსდგება