ანიმატორთა საყურადღებოდ! ანესის ანიმაციური ფილმების ბაზრობა აცხადებს პროექტების მიღებას
თებერვალი 20, 2015

ეროვნული კინოცენტრი და MIFA (ანესის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ბაზრობა)  აცხადებს საპროექტო განაცხადების მიღებას  მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის პროექტის განვითარებაზე

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 18 მარტი.

კონკურსის შედეგად MIFA-ს მიერ საქართველოდან შეირჩევა  6 მოკლემეტრაჟიანი (5-10 წთ) ანიმაციური ფილმის პროექტი.
 
კინოცენტრის მხარდაჭერით, საქართველოში ჩამოვა ანესის მიერ შერჩეული პროფესიონალი, რომელიც შერჩეული 6 პროექტის ავტორს 5 დღიან ტრენინგს ჩაუტარებს.

ტრენინგების შედეგად MIFA-ს მიერ  გამოვლინდება 1 პროექტი, რომელიც ანესის ფესტივალზე პიჩინგით წარსდგება.
 
მონაწილის მგზავრობის ხარჯებს დაფარავს ეროვნული კინოცენტრი, ხოლო საცხოვრებლით უზრუნველყოფს ანესის ფესტივალი.
 
დეტალური ინფორმაცია საბუთების შემოტანასთან დაკავშირებით, ასევე განაცხადის პირობები გთხოვთ იხილოთ ინგლისურ ენაზე, შემდეგ ბმულზე:

იხილეთ პირობები

ყურადღება!

პროექტები გამოგზავნეთ მითითებულ ორივე მისამართზე:

geraldinebache@citia.org

i.janjgava@gnfc.ge