6-დან 11 ოქტომბერის ჩათვლით ხულოში, შუახევში, ქედაში და ბათუმში, „პერსონაჟი” და „პროექცია” ატარებს ანიმაციური ფილმების მე–6 საერთაშორისო ფესტივალს „თოფუზს”.
საკონკურსო და საინფორმაციო პროგრამებში ნაჩვენები იქნება 38 ქვეყნის 105 ფილმი.
ფილმების ჩვენება გაიმართება ბათუმში კინოთეატრ „აპოლოში” ბათუმის დრამატულ თეატრში და ხელოვნების უნივერსიტეტში; ხულოს დრამატულ თეატრში; შუახევისა და ქედის კულტურის ცენტრში.
ხელოვნების უნივერსიტეტში დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია მსურველებს ვთხოვთ გაიარონ აკრედიტაცია adf_info@yahoo.com
ფესტივალის ნომინაციები
- გრან – პრი
- საუკეთესო ფილმი უფროსებისათვის
- საუკეთესო საბავშვო ფილმი
- ბავშვების მიერ შექმნილი საუკეთესო ფილმი
- საუკეთესო ექსპერიმენტული ფილმი
- საუკეთესო სერიალი
- საუკეთესო დებიუტი
- საუკეთესო სტუდენტური ფილმი
ფესტივალის გამარჯვებულებს გამოავლენს საერთაშორისო ჟიური, ხოლო საუკეთესო საბავშვო ფილმს გამოავლენს ხულოს, შუახევის, ქედის და ბათუმის ბავშვებისგან დაკომპლექტებული ჟიური. შედეგები გამოცხადდება ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაზე .
ფესტივალის ფარგლებში, ხელოვნების უნივერსიტეტში გაიმართება უორქშოფი „ანიმაცია ურთიერთობის მხატვრული ფორმა”. ბათუმის სამხატვრო სასწავლებლის მოზარდებს საშუალება ექნებათ 3 დღის განმავლობაში გაეცნონ ანიმაციის წარმოების პროცესს და მიიღონ მონაწილეობა მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის შექმნაში.
სასტუმრო „ბათუმი პლაზა”-ში გაიმართება მასტერკლასები „შეხვედრა ავტორებთან”. ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ „თოფუზი” 2013 წლის გამარჯვებული ფილმების ავტორებს.
იაპონიის საელჩო, ფრანგული ინსტიტუტი და თბილისის იუნუს ემრეს თურქული კულტურის ცენტრი, ფესტივალის ფარგლებში წარმოადგენს ანიმაციური ფილმების პროგრამას.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო; აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ბათუმის მერია; შ.პ.ს.„მიფასი”. კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი; თბილისის იუნუს ემრეს თურქული კულტურის ცენტრი; იაპონიის საელჩო; ფრანგული ინსტიტუტი; თელავის მერია; ზუგდიდის მერია; ხობის მუნიციპალიტეტი. მედია მხარდაჭერა; საზოგადოებრივი მაუწყებელი; ტელევიზია „იმედი”; აჭარის ტელევიზია; საბავშვო ტელევიზია „ენკიბენკი”; ტელევიზია „ერთსულოვნება”.