ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები კინოწარმოებისთვის
ივლისი 21, 2020

კინოგადაღების (კინოწარმოების) პროცესში შესასრულებელი ძირითადი რეკომენდაციები:

  • უზრუნველყავით რისკების შეფასება და ინფექციის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით შესაბამისი ზომების მიღების ღონისძიებების დაგეგმვა იმგვარად, რომ გამოირიცხოს ან მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი ინფექციის გავრცელების რისკი;
  • ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვის დროს იხელმძღვანელეთ ღონისძიებათა იერარქიის შესაბამისად (დანართი N1);
  • შეიმუშავეთ ახალი კორონავირუსული ინფექციის გავრცელების პრევენციის გეგმა, ასევე შესაძლო ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში სამოქმედო გეგმა;
  • მაქსიმალურად შეზღუდეთ კინოგადაღებაში ჩართული პირების წინასწარ განსაზღვრული აუცილებელი ლოკაციების გარდა (გადასაღები მოედანი, სასტუმრო, სხვა ტიპის საცხოვრებელი, სასადილო/კვების ბლოკი) ნებისმიერ სხვა ლოკაციაზე გადაადგილება;
  • კინოგადაღების პერიოდში, გადასაღებ მოედანსა და ყველა შესაბამის ლოკაციაზე დააწესეთ სპეციალურად დაცული ზონები, რათა გამოირიცხოს გარეშე პირის მოხვედრა გადასაღებ მოედანზე (გარდა სასურსათო მომარაგების, დასუფთავების უზრუნველყოფაში ჩართული პირების და სხვა მკაცრად განსაზღვრული პირებისა);
  • გადასაღებ მოედანზე უზრუნველყავით სამედიცინო განათლების მქონე არანაკლებ 1 პირის(ექიმი/ექთანი) ყოფნა, რომელსაც ექნება სათანადო ცოდნა ახალი კორონავირუსული (SARS-CoV-2) ინფექციის (COVID-19) შემთხვევის სტანდარტული განსაზღვრების, დიაგნოსტიკის, გავრცელებისა და პრევენციის საკითხებთან დაკავშირებით და მოახდენს კორონავირუსული ინფექციის შესაძლო შემთხვევებზე სათანადო რეაგირებას;
  • გამოყავით არანაკლებ ერთი პასუხისმგებელი პირი გადასაღებ მოედანზე (თითოეულ ლოკაციაზე) რომელიც პასუხისმგებელი იქნება თქვენს მიერ განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებებისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ახალი კორონავირუსული (SARS-CoV-2) ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული სათანადო რეკომენდაციების შესრულებაზე;
  • მოახდინეთ კინოგადაღებაში ჩართული მსახიობების (მათ შორის დუბლიორები და მასიური სცენების მონაწილე პირები (აუცილებლობის შემთხვევაში)) და კინოგადაღებაში ჩართული პერსონალის ტესტირება პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით (პჯრ) კინოგადაღებების დაწყებამდე (იმ შემთხვევაში თუ კინოწარმოებაში ჩართულია უცხო ქვეყნიდან შემოსული პირი, საზღვრის კვეთის დროს ჩატარებული ტესტირების დოკუმენტაციის (რომლის ხანდაზმულობა არ აღემატება 72 საათს),
    წარმოდგენის შემთხვევაში მას კინოგადაღებების დაწყებამდე ტესტირება აღარ მოეთხოვება) და შემდგომ ყოველ მე-14 დღეს. გადასაღებ მოედანზე დაუშვით მხოლოდ კოვიდ-უარყოფითი შედეგის მქონე პირები;
  • მსახიობებს მიაწოდეთ სრულყოფილი ინფორმაცია გადასაღებ მოედანზე არსებული საკარანტინო წესების არსებობის შესახებ (შესაძლებელია აღნიშნულის კონტრაქტში ასახვა);
  • უზრუნველყავით გადასაღებ მოედანზე ერთიანი შესასვლელისა და გასასვლელის ფუნქციონირება;
  • ერთიან შესასვლელთან განახორციელეთ ყოველდღიური თერმოსკრინინგი, რათა გააკონტროლოთ როგორც თანამშრომელთა, ასევე მესამე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით;

2

  • თერმოსკრინინგის დროს, ცხელების დაფიქსირების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ 112-ის ცხელ ხაზს და გააკეთეთ სათანადო შეტყობინება;
  • თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ ინფორმაცია COVID-19-ის გავრცელების პრევენციული
    ღონისძიებების შესახებ;
  • კინოწარმოების პროცესში შექმენით სამუშაო ჯგუფები, მათი საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით და შესაძლებლობის ფარგლებში, შეამცირეთ სამუშაო ჯგუფის რაოდენობის ერთ სივრცეში კონცენტრაცია;
  • შეამცირეთ ჯგუფის წევრთა ფიზიკური კონტაქტი და სამუშაო დრო (წარმოების ეტაპების გათვალისწინებით);
  • განსაზღვრეთ ჯგუფის წევრთა კონტაქტების წრე, ასევე ადმინისტრაციული ღონისძიებები დაგეგმეთ იმგვარად, რომ შეამციროთ თითოეული ჯგუფის წევრის კონტაქტების ოდენობა;
  • უზრუნველყავით მსახიობების და მასიურ სცენებში მონაწილე პირების ერთმანეთისაგან დისტანცირება, გარდა გადაღებისათვის აუცილებელი შემთხვევებისა;
  • უზრუნველყავით გადასაღებ მოედანზე, ასევე ყველა იმ სივრცეში, რომელიც გამოიყენება კინოწარმოების მიზნებიდან გამომდინარე სათანადო სივრცის შენარჩუნება (რეკომენდირებულია ყოველ 5მ2 ფართობზე 1 პირის დაშვება);
  • გადასაღები მოედნის, ასევე მოედნის ტერიტორიაზე არსებულ ან კინოწარმოებისათვის გამოსაყენებელი ყველა შენობის შესასვლელში, განათავსეთ დეზობარიერი, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით;
  • გადაღების პროცესში ჩართული, ასევე გადასაღებ მოედანზე მყოფი სხვა/მესამე პირები უზრუნველყავით, სამუშაოს სპეციფიკის შესაბამისი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით:
     პირბადე;
     საჭიროების შემთვევაში ხელთათმანითა და სახის დამცავი ფარით.
  • გადასაღებ მოედანზე მყოფი თითოეული პირისთვის გაითვალისწინეთ არანაკლებ 4 პირბადე 12 საათიანი სამუშაო დღისთვის (გადასაღები). ეს წესი ვრცელდება ყველა იმ ადამიანზე, ვინც ესწრება გადაღებას, მათ შორის გარე კონტრაქტორებსაც;
  • სადაც ეს შესაძლებელია, არ დაუშვათ სამუშაო/სამოქმედო სივრცეში გადამღები ჯგუფის ტექნიკური პერსონალი/მესამე პირები ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გარეშე;
  • მაქსიმალურად შეზღუდეთ გარეშე პირთა/ვიზიტორთა დაშვება გადასაღებ მოედანზე. თუ გადასაღებ მოედანზე გარეშე პირების დასწრება გარდაუვალი და აუცილებელია (მაგ: არასრულწლოვანი მსახიობების მშობლები), მათ უნდა დაიცვან ყველა წესი, რაც მოქმედებს გადასაღებ მოედანზე, ჯგუფის წევრების ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით;
  • უზრუნველყავით გამოყენებული ინვენტარის, რეკვიზიტების, ტექნიკის საშუალებების, და სხვა გამოყენებული აღჭურვილობის დადგენილი წესით წმენდა/დეზინფექციის კონტროლი;
  • უზრუნველყავით კოსტიუმების წმენდა/დეზინფექცია და დაუთოება შესაბამისი წესით. სცენარის სპეციფიკიდან გამომდინარე, თუ ვერ ხერხდება კოსტიუმების რეცხვა (მაგ: დაფაქტურებული კოსტიუმები), მაშინ გამოყენების შემდეგ უნდა მოხდეს კოსტიუმის შეფუთვა პლასტიკურ პარკში, რომელიც შეხებაში არ იქნება სხვა პირებთან, გარდა კონკრეტული მსახიობისა, ვისთვისაც არის განკუთვნილი;
  • საგარდერობოში დაიცავით უსაფრთხო დისტანცია;
  • გრიმიორის და თმის სტილისტის მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, უზრუნველყავით მათი აღჭურვა ნიღბით, ხელთათმანებითა და სახის დამცავი ფარით. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ხელთათმანებით მუშაობა (მაგ: თმაზე მუშაობის პროცესში), მაქსიმალურად ხშირად დაიმუშავეთ ხელი არანაკლებ 70% ალკოჰოლის შემცველი ხსნარით;
  • კინოგადაღების სამუშაო/სამოქმედო სივრცეში მყოფი ყველა პირი უზრუნველყავით ხელის დაბანის გამართული საშუალებებით (შეუძლებლობის შემთხვევაში სავალდებულოა ხელის დამუშავება არანაკლებს 70% ალკოჰოლის შემცველი ხსნარით);
  • ყველა ის სივრცე, სადაც შესაძლებელია მოხვდეს კინოგადაღების პროცესში მონაწილე პირი, უზრუნველყავით არანაკლებ 70%-იანი სპირტის შემცველი ხელის სადეზინფექციო საშუალებით;

3

  • ის ჯგუფის წევრები, რომელთათვისაც შეუძლებელია სადეზინფექციო სტენდებთან მისვლა, უზრუნველყავით ჯიბის ერთჯერადი სადეზინფექციო ხელსახოცებით ან ინდივიდუალური სანიტაიზერებით;
  • მოახდინეთ გადასაღებ მოადანზე, დახურულ პავილიონებში შემოსული ყველა სატრანსპორტო საშუალების სრული დეზინფექცია. ასევე ყოველდღიურად მოახდინეთ იმ სატრანსპორტო საშუალებების შიდა სივრცეების (სალონი) დეზინფექცია რომელსაც გადაჰყავს გადამღები ჯგუფის წევრები;
  • კინოგადაღების პროცესში დააწესეთ სანიტარიული შესვენებები;
  • მიაწოდეთ ინფორმაცია კინოგადაღების პროცესში ჩართულ ყველა პირს (ვისთვისაც სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე აუცილებელია) ინდივიდუალური დაცვისა და ჰიგიენური საშუალებების სწორად გამოყენებასა და შემდგომში მათ შენახვა/მოცილებაზე;
  • სამოქმედო/სამუშაო სივრცეში პერიოდულად დაასუფთავეთ ხშირად შეხებადი ზედაპირები (მათ შორის ღილაკები, სახელურები, მოაჯირები და ა.შ.) შესაბამისი კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარით;
  • სამუშაო/სამოქმედო სივრცეები უზრუნველყავით გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერით (ფეხის პედლის შესაძლებლობით), რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პარკი. ნარჩენების პარკის ამოღება და განკარგვა მოახდინეთ ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. უზრუნველყავით ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ;
  • უზრუნველყავით საერთო გამოყენების დახურული სივრცეების ყოველდღიური დალაგება და

დეზინფექცია სველი წესით, ,,ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID- 19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ‘‘ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 25 მარტის No 01-123/ო ბრძანების N6 დანართის
შესაბამისად.

გადასაღები მოედნისათვის კინოგადაღების დროს გასატარებელი ღონისძიებები:

  • გადაღებების გრაფიკი შეადგინეთ იმგვარად, რომ სამუშაო ჯგუფის წევრები მუშაობდნენ ცვლაში და მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი უშუალო კონტაქტი სხვადასხვა ჯგუფის წევრებთან;
  • შესაძლებლობის მიხედვით, ერთ ჯგუფში მოახდინეთ არაუმეტეს 10 (ათი) ადამიანის გაერთიანება;
  • იმ შემთხვევაში, თუ კინოგადაღების პროცესში თითოეული ჯგუფის შემადგენლობაში არის 10 (ათი)
    ადამიანზე მეტი, უზრუნველყავით სივრცის განაწილება იმგვარად, რომ ყოველ 5 მ 2 ფართობზე იყოს 1 ადამიანი, ან არანაკლებ 2 მეტრის უსაფრთხო დისტანცია;
  • უზრუნველყავით ჯგუფების ცვლებს შორის ინტერვალის შესაძლებლობა არანაკლებ 1 – 1,5 საათი;
  • გასახდელებსა და საგრიმიოროში მსახიობებისთვის ავეჯი განათავსეთ იმგვარად, რომ დაცული იყოს უსაფრთხო დისტანცია;
  • მაქსიმალურად შეამცირეთ კონოგადაღების დროს გამოყენებული რეკვიზიტების რაოდენობა;
  • უზრუნველყავით საგრიმიორო ნაკრების ერთი კომპლექტიდან ერთი მსახიობის მიერ სარგებლობის საშუალება;
  • აკრძალეთ ერთი კოსტიუმის და სხვა სპეციალური ტანისამოსის გამოყენება ერთზე მეტი მსახიობის მიერ, სხვა შემთხვევაში მოახდინეთ მისი დეზინფექცია;
  • კინოგადაღების დასრულების შემდეგ, უსაფრთხოების მიზნით, განსაზღვრეთ გამოყენებული რეკვიზიტის, ინსტრუმენტის, ხმის აპარატურის/პულტის და სხვა ტექნიკური თუ შემოქმედებითი საქმიანობისთვის აუცილებელი საშუალებების დეზინფიცირება დადგენილი წესით.

მოთხოვნები კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემების მიმართ დახურულ სივრცეებში:

  • იმ შემთხვევაში, როდესაც კინოგადაღების პროცესში ვერ ხერხდება დახურული სივრცის ბუნებრივი
    ვენტილაცია, უზრუნველყავით ხელოვნური ვენტილაციის გამართული მუშაობის რეჟიმი გარედან
    შემოტანილი ჰაერის ცირკულაციითა და გარეთ გატანით.

4

  • ხელოვნური ვენტილაციის სისტემის არსებობის შემთხვევაში, გადართეთ ვენტილაცია ნომინალურ სიჩქარეზე სამუშაო პროცესის დაწყებამდე 2 საათით ადრე და სიჩქარე შეამცირეთ მინიმალურამდე ღონისძიების დამთავრებიდან 2 საათის შემდეგ;
  • არ გამორთოთ ვენტილაცია, არასამუშაო საათებში ამუშავეთ ყველაზე მინიმალური სიჩქარით;
  • სავენტილაციო სისტემების გამართულ ფუნქციონირებაზე დააწესეთ საინჟინრო კონტროლი, ასევე, ვენტილაციის ფილტრების ყოველთვიური მონიტორინგი და დაბინძურების შესაბამისად (მაგრამ არანაკლებ 4 (ოთხ) თვეში ერთხელ) მათი რეცხვა/გასუფთავება/გამოცვლა (საჭიროების მიხედვით). დალაგება კინოგადაღების დახურულ სივრცეებში:
  • მოახდინეთ დახურული სივრცის დალაგება ყოველი კინოგადაღების დაწყებისა და დამთავრების
    შემდეგ;
  • მაქსიმალურად მოახდინეთ დახურული სივრცეების განიავება გამჭოლი ნიავის პირობებში;
  • კინოგადაღების წინ დაასუფთავეთ და დეზინფექცია ჩაატარეთ სველი წესით (მაგ. 0,5 %-იანი ქლორის შემცველი სადეზინფექციო ხსნარით);
  • დასუფთავება მოახდინეთ შედარებით სუფთა სივრცეებიდან (მაგ. კინოდარბაზი) უფრო დაბინძურებული სივრცეების (სანიტარიული კვანძი) მიმართულებით;
  • იმ ზედაპირებისთვის, რომლებიც შეიძლება დაზიანდეს ქლორშემცველი ხსნარების ზემოქმედების შედეგად, შესაძლებელია    არანაკლებ 70%-ანი ალკოჰოლის შემცველი ან სხვა შესაბამისი დანიშნულების პრეპარატის გამოყენება;
  • საყოფაცხოვრებო ქიმიის, ასევე სადეზინფექციო საშუალებების ნებისმიერი პროდუქტის გამოყენებისას, დაცული უნდა იყოს მწარმოებლის ინსტრუქცია და უსაფრთხოების რეკომენდაციები;
  • დასუფთავება-დალაგების პროცედურები განახორციელეთ „ახალი კორონავირუსით (SARS-cov-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 25 მარტის No01-123/ო ბრძანების N6 დანართით.
    აკრძალულია: დასუფთავების მშრალი მეთოდების (მშრალი ცოცხითა და ჩვრებით) გამოყენება, რადგან ასეთ დროს შესაძლებელია მტვრისა და პათოგენური ბიოლოგიური აგენტების მოხვედრა ჰაერსა და სამუშაო გარემოს ზედაპირებზე. სანიტარიული კვანძის/საპირფარეშოების დალაგება/დეზინფექცია:
  • სანიტარიული კვანძების დალაგება, ინფექციის გადაცემის რისკების შემცირების მიზნით, უნდა განხორციელდეს დაბინძურებისთანავე, მაგრამ აუცილებელი წესით ყოველი გადაღების წინ და დასრულების შემდეგ;
  • საპირფარეშოს დალაგება ხორციელდება სველი წესით და სარეცხი საშუალებებით, წმენდის შემდგომი დეზინფექციით, სათანადო წესით;
  • დამლაგებლის ეკიპირებისთვის აუცილებელია:
     ნიღაბი;
     ერთჯერადი ხალათი;
     სპეციალური/სქელი ხელთათმანები (მრავალჯერადი);
     თვალის დამცავი (სათვალე ან სახის ფარი).

მოთხოვნები ღია სივრცეებში კინოგადაღების დროს:

  • კინოგადაღების დროს, შესაძლებლობის შემთხვევაში, მონიშნეთ უსაფრთხო მანძილები, დისტანციის
    დაცვის მიზნით;
  • უზრუნველყავით კინოგადაღებისთვის განკუთვნილი აპარატურის, რეკვიზიტების და სხვა საშუალებების წინასწარ და შემდგომ დამუშავება სადეზინფექციო ხსნარებით.

დამატებითი სერვისები:

თუ კინოგადაღების პროცესი ითვალისწინებს მონაწილე პირთათვის კვებით/სასმელ კომპონენტს,
მკაცრად უნდა იქნეს დაცული შემდეგი პირობები:

5

  • ჯგუფის წევრების კვების დროს გამოყავით ჯგუფის წევრების კვებისათვის სათანადო ადგილი;
  • გამასპინძლებისთვის გამოიყენეთ ერთჯერად კონტეინერებში (დადგენილი ნორმების დაცვით) მოთავსებული საკვები. შვედური მაგიდის გამოყენების შემთხვევაში, პერსონალის მომხმარებლებთან კონტაქტის შემცირების მიზნით, უზრუნველყავით დამცავი გამჭვირვალე ბარიერის მონტაჟი შვედურ მაგიდასთან. ბარიერთან უზრუნველყავით უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაბამისი
    მანიშნებლებით;
  • საკვებთან ერთად ბარიერს მიღმა განათავსეთ გამოსაყენებელი ერთჯერადი ჭურჭელი;
  • გამოიყენეთ მაგიდის ერთჯერადი გადასაფარებლები, ან მაქსიმალურად შეზღუდეთ მათი გამოყენება, რადგან სასადილო მაგიდების წმენდა და დეზინფექცია ყოველი მოხმარების შემდგომ უფრო მოსახერხებელი და ჰიგიენურად კეთილსაიმედოა;
  • უზრუნველყავით დასაქმებულთა და სტუმართა ხელის ჰიგიენა სათანადო წესით;
  • გამოყენებული ერთჯერადი ჭურჭლისთვის უზრუნველყავით დახურული ყუთის/კონტეინერის გამოყენების შესაძლებლობა;
  • პერსონალი, რომელიც ემსახურება კვებით უზრუნველყოფას, აღჭურვეთ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით: ნიღაბი, სახის დამცავი ფარი, ხელთათმანები;
  • კვების პროცესში უმჯობესია უპირატესობა მიანიჭოთ პორტატულ სკამებს და ნაკლებად გამოიყენოთ გრძელი სკამები.
    კინოგადაღებაში მონაწილე პირთა ვალდებულებები:
     გახსოვდეთ, ხელის ჰიგიენის რეგულარულად და საფუძვლიანად შესრულება წარმოადგენს უმეტესი
    ვირუსისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებას შესაბამისად, აუცილებელია კინოგადაღების
    დროს განახორციელოთ შემდეგი ღონისძიებები:
     მისალმებისას არ ჩამოართვათ ხელი ერთმანეთს და მოერიდეთ სხვებთან კონტაქტს (შეხებას და სხვა);
     მოერიდეთ თავშეყრას. რეკომენდირებულია მუშაობა უსაფრთხო დისტანციის დაცვით (არანაკლებ 2
    მ);
     სამუშაოების შესრულებისას გამოიყენეთ სრულად ის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები,
    რომელიც მოგეწოდათ კინოგადაღების პროცესში გამოყენების მიზნით;
     კინოგადაღების დაწყებისა და დამთავრებისას სადეზინფექციო საშუალებებით დაასუფთავეთ
    სამუშაო ადგილები და ის ხელსაწყოები, რომელსაც იყენებთ სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას;
     საფუძვლიანად დაიბანეთ ხელები წყლითა და თხევადი საპნით. დაბანის შემდგომ ხელები კარგად
    გაიმშრალეთ ერთჯერადი საშუალებებით;
     გამოიყენეთ არანაკლებ 70% სპირტის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებები იმ შემთხვევაში, თუ
    ვერ ახერხებთ ხელების დაბანას და გაშრობას;
     დახველების და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი ან მოხრილი იდაყვი.
    გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცი კი გადააგდეთ ურნაში;
     მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას. მუშაობის პერიოდში მჭიდროდ
    დაიმაგრეთ თმა, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმისა და სახის შეხება;
     თუ საქმიანობა ითვალისწინებს ფულის ნიშნებთან და პროდუქციასთან ურთიერთობას,

აუცილებლად გამოიცვალეთ ხელთათმანი და გახდის დროს დაიმუშავეთ ხელები არანაკლებ 70%
სპირტის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებებით.