ბათუმის საავტორო ფილმების ფესტივალის BIAFF პრესკონფერენცია ხვალ გაიმართება
ივნისი 6, 2018
7 ივნისს, 14.00 საათზე, ეროვნული კინოცენტრში (მის: ქ. თბილისი, სანაპირო #4) მედიის და კინოინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის გაიმართება ბათუმის საავტორო ფილმების მე-13 საერთაშორისო კინოფესტივალის პრეზენტაცია.
 
ბათუმის საავტორო ფილმების მე-13 საერთაშორისო კინოფესტივალი ტარდება 2018 წლის 16-23 სექტემბერს. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა. კინოფესტივალის ორგანიზატორი – ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”, ოფიციალური პარტნიორი – ქ. ბათუმის მერია. 
პრეზენტაციაზე საუბარი იქნება შემდეგ თემებზე:
  • BIAFF კინოფესტივალის 2018 წლის პროგრამის ძირითდი სექციები, მასტერკლასები, კინოჩვენებების ლოკაციები
  • BIAFF 2018  კინოფესტივალზე კინოფილმების წარდგენის და აკრედიტაციის შესახებ
  • BIAFF 2018 ინდუსტრიული პლატფორმის “ალტერნატიული ტალღა” ფარგლებში დაგეგმილი ვორქშოფების შესახებ
კინოფესტივალის მხარდამჭერები –  საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ეროვნული კინოცენტრი, აჭარის კულტურის სამინისტრო, აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი, ” შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი”.  
კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდის და სოც. მედიის შემდეგი საიტებიდან – http://www.biaff.org/; www.facebook.com/biaffbatumi; 
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ფესტივალის წარმომადგენლებს: 
ელექტრონული ფოსტა: marketing@biaff.org, 
ტელეფონი: 599-482181б, 593-998272