ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო ფესტივალის ინდუსტრიული პლატფორმა “ალტერნატიული ტალღა” იწყება!
ოქტომბერი 27, 2020

ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი (BIAFF), რომელიც კოვიდ პანდემიის გამო გადაიდო, ონლაინ ფორმატში ჩატარდება. ფესტივალის ინდუსტრიული პლატფორმა “ალტერნატიული ტალღა” დაიწყება 29 ოქტომბერს, 11:00 საათზე, “Terminal Towers”-ის საკონფერნეციო ოთახში „CHROME” (მისამართი: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი #37, “აქსის თაუერსის” შენობა, შესასვლელი ყიფშიძის ქუჩიდან, მეხუთე სართული).

“ალტერნატიული ტალღა 2020”-ის მთავარი მიზანია მცირებიუჯეტიანი მხატვრული ფილმების პროექტების განვითარება უცხოელი და ქართველი კინოპროფესიონალების დახმარებით. პლატფორმა ძირითადად ფოკუსირებულია ქართულ კინოპროექტებზე, თუმცა რამდენიმე წლის წინ მას შავი ზღვის რეგიონიც (თურქეთი, უკრაინა, ბულგარეთი) შეუერთდა.

“ალტერნატიული ტალღა” ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო ფესტივალის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც  შესაძლებლობას აძლევს ქართველ კინემატოგრაფისტებს საერთაშორისო ექსპერტებისგან მიიღონ პროფესიული მხარდაჭერა. მოგვიანებით კი, შერჩეული პროექტების წარდგენა ხდება სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალზე. “ალტერნატიულ ტალღა”-ს კოორდინაციას უწევენ პროდიუსერი ლაშა ხალვაში და რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი.

“ალტერნატიული ტალღის” 2020 წლის გამოშვებითვის შერჩეული პროექტებია”:

  1. „ბექა“- სცენარის ავტორი და რეჟისორი ვანო ბურდული;
  2. „ჰამაკი“ – რეჟისორი ლევან თუთბერიძე, სცენარის ავტორი ირაკლი
    სოლომანაშვილი;
  3. „მეათე მოწმე“ – სცენარის ავტორი და რეჟისორი გიგა ლიკლიკაძე;
  4. „გამოღვიძება“ – სცენარის ავტორი და რეჟისორი თენგიზ ასიტაშვილი;
  5. „ცივი ღრუბლები“ – სცენარის ავტორი და რეჟისორი კახა კიკაბიძე;
  6. „კარგი ბიჭები“ – სცენარის ავტორი და რეჟისორი გიორგი თავართქილაძე;
  7. „უწყვეტი გზა“ – სცენარის ავტორი და რეჟისორი გიორგი მეგრელიშვილი;
  8. „სიჩუმის ქაოსი“ – სცენარის ავტორი და რეჟისორი ნინა შაბურიშვილი;
  9. “BRULE LE SANG” – სცენარის ავტორები აკაკი ფოფხაძე და ფლორენ ჰილი,
    რეჟისორი აკაკი ფოფხაძე;

 

მოწვეული ექსპერტები:

  • ნიკოს პანაიოტოპოლოსი (საბერძნეთი)
  • ლორან დანილო (საფრანგეთი)
  • თამარ ტატიშვილი (საქართველო)
  • გულინ უსტუნი (თურქეთი)
  • გელა ბაბლუანი (საქართველო)

 

29 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით, მოწვეულ სპიკერებს ონლაინ ჩართვების დახმარებით ექნებათ კონტაქტი პლატფორმის მონაწილეებთან. მონაწილეები მიიღებენ კონსულტაციებს შემდეგი მიმართულებებით: სცენარის განვითარება, დაფინანსების სტრატეგია, საერთაშორისო ფონდები, კოპროდუქცია, პროექტის განვითარება, საერთაშორისო ფესტივალები/ინდუსტრიული პლატფორმები, დისტრიბუცია…

ინდუსტრიული პლატფორმა “ალტერნატიული ტალღის” მხარდამჭერები არიან საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი და აჭარის  განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგი ვებ და სოციალური მედიის გვერდებიდან: http://www.biaff.org;    www.facebook.com/biaffbatumi;