ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის ინდუსტრიული პლატფორისთვის "ალტერნატიული ტალღა" შერჩეული პროექტები ცნობილია
სექტემბერი 4, 2018
ინდუსტრიული პლატფორმის “ალტერნატიული ტალღა” მენეჯმენტმა დაასრულა პროექტების შერჩევა. საქართველოდან, თურქეთიდან და უკრაინიდან სულ 8 პროექტი შეირჩა. 
შერჩეული პროექტების სია:

1. “56. გაზაფხული” – ავტორი რუსუდან პირველი;
2. “ბავშვი” – რეჟისორი ნინო ბასილია, პროდიუსერი კოკო (კარლო) ჩიხრაძე;
3. “მსხვერპლი” – ავტორები ამირან დოლიძე, თედო დოლიძე;
4. “ქალაქის ლანდი” – ავტორები თორნიკე ტიკარაძე, გიგა ლიკლიკაძე;
5. “Easter-იკა” – რეჟისორი სოფო ჭინჭარაული, პროდიუსერი ელენე თავაძე;
6. “შუშანა” – ავტორი ირინა გაჩეჩილაძე;
7. “ანტონის ცხოვრება” – რეჟისორი იულია მირონენკო, პროდიუსერი იგორ სავიჩენკო (უკრაინა); 
8. “ყულაბა” – რეჟისორი ფენიტ კაროლი, პროდიუსერი ნეფეს პოლატი (თურქეთი);
შერჩეულ მონაწილეებს მიეცემათ საშუალება ექსპერტების მონაწილეობით განავითარონ სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტები შემდეგი მიმართულებებით:
სცენარის განვითარება.
კო-პროდუქციის სტრატეგია
დაფინანსების სტრატეგია.
საფესტივალო სტრატეგია.
დისტრიბუციის და მარკეტინგის სტრატეგია.
„ალტერნატიული ტალღის” ტრენერები/ექსპერტები:
გულინ უსტუნ
აიშეგულ ექმექჩიოღლუ
ნიკ ჰოლდსვორთი (დიდი ბრიტანეთი)
კატარინა მარკოვა (სლოვაკეთი)
ნიკოს პანაგიოტოპოულოს (საბერძნეთი)
ოწვეული სპიკერები – სერგეი რახლინი (აშშ – „ოქროს გლობუსი”), ოლეგ ნეგინი (რუსეთი), პოლ ტილჯეს (ლუქსემბურგი)
“ალტერნატიული ტალღა” 2018-ის დასასრულს, კინოინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის გამართულ პრეზენტაციაზე გამოვლინდება საუკეთესო პროექტი. “ალტერნატიული ტალღა” გაიმართება ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში 2018 წლის 19-23 სექტემბერს ქ. ბათუმში. 
საკონტაქტო ინფორმაცია – awbiaff@gmail.com, 
თინათინყაჯრიშვილი – 597202550
ლაშახალვაში – 595926206
“ალტერნატიული ტალღის” მხარდამჭერები   –  საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ბრიტანეთის საბჭო, აჭარის  განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო.