15-22 სექტემბერს ბათუმმა მეთოთხმეტედ უმასპინძლა საავტორო ფილმების საერთაშორისო ფესტივალს. ეროვნული კინოცენტრი ტრადიციულად კინოფესტივალის მხარდამჭერია. დახურვის საზეიმო ცერემონიაზე საერთაშორისო ჟიურიმ პრიზები გასცა სამ საკონკურსო სექციაში – საერთაშორისო მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმები. ქართველ კინოკრიტიკოსთა ჟიურიმ კი კრიტიკოსთა რჩეული მატვრული ფილმი გამოავლინა. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის ჯილდოები შემდეგნაირად გადანაწილდა:
- გრანპრი – “და იქმნა ნათელი“, მარკო სკოპი, სლოვაკეთის რესპუბლიკა / ჩეხეთი, 2019
- საუკეთესო რეჟისურა – “ოცნებების სასახლე“, რეზა მირკარიმი, ირანი, 2019
- საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – კაიან აჩიკგოზი, ფილმში „სამი დის ზღაპარი“, ემინ ალპერი, თურქეთი/გერმანია, 2019
- საუკეთესო მსახიობი ქალი – ეჩე იუკსელ, ფილმში „სამი დის ზღაპარი“, ემინ ალპერი, თურქეთი/გერმანია, 2019
- ჟიურის სპეციალური პრიზი – ჟიურის სპეციალური პრიზი – “სეზონის დასასრული”, ელმარ იმანოვი, გერმანია/აზერბაიჯანი/საქართველო, 2019
- საუკეთესო დოკუმენტური ფილმი – „მაფიის გადაღება“, კიმ ლონგინოტო, ირლანდია, 2019
- ჟიურის სპეციალური პრიზი- „სიყვარულის ავტომობილი“, ელკე მარგარეტ ლერენკრაუზი, გერმანია, 2019 და „ფორმანი ფორმანის წინააღმდეგ“, ელენა ტრეშტიკოვა, ჩეხეთი, 2019
- საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი – “ცხოველი”, ამირან დოლიძე, საქართველო, 2019
ჟიურის დიპლომი (სპეციალური მოხსენიება) გადაეცა ორ ფილმს:
- “იმედი”, ალექსანდრა მარკოვა, ბელორუსია, 2019
- “საზამთროს წვენი”, ირინე მორეი, ესპანეთი, 2019
BIAFF 2019-ის ქართველ კინოკრიტიკოსთა ჟიურიმ – ლელა ოჩიაური, ნინო მხეიძე, სალომე კიკალეიშვილი, გამოვლინა კინოკრიტიკოსთა რჩეული ფილმი:
- საუკეთესო მხატვრული ფილმი – “ოცნებების სასახლე“, რეზა მირკარიმი, ირანი, 2019
BIAFF-ის პრიზი კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის გადაეცათ:
- მანუჩარ შერვაშიძე (საქართველო)
- პოლ შრედერი (აშშ)
- დენის ლავანი (საფრანგეთი)
- ალექსანდრე მინდაძე (რუსეთი)
კინოფესტივალის დახურვის ცერემონიაზე ასევე დაჯილდოვდა BIAFF 2019-ის ინდუსტრიული პლატფორმის გამარჯვებული პროექტები და გადაეცათ შემდეგი პრიზები:
- ვროცლავის აუდიოვიზუალური ცენტრის (CETA) პრიზი – 10,000 ევროს ექვივალენტი კინოპროდუქციის სერვისი – პროექტი „ნარინჯისფერი ცა“ – რეჟისორი და პროდიუსერი შალვა შენგელი, თანასცენარისტი ალექსანდრე ქურხული.
- BIAFF კინოფესტივალის პრიზი – საერთაშორისო კინოფესტივალზე BERLINALE დასწრება – პროექტი „ტვირთი“– რეჟისორი და პროდიუსერი ანა იოსავა, თანასცენარისტი ოთარ ქათამაძე.
- სტამბულის კინოფესტივალის ინდუსტრიული პლატფორმის „Meeting on the Bridge” პრიზი – სატამბულის კინოფესტივალის ინდუსტრიულ პლატფორმაზე დასწრება – პროექტი „შენ გავხარ მამას“ – რეჟისორი ლევან ლომჯარია, პროდიუსერი ვაკო კირკიტაძე.
კინოფესტივალის მხარდამჭერები – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, აჭარის კულტურის სამინისტრო, აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო, ბათუმის დრამატული თეატრი, “ბრიტანეთის საბჭო“, გოეთეს ინსტიტუტი და იტალიის საელჩო.