ბოსტონის სახვითი ხელვნების მუზეუმი ქართული ფილმების რეტროსპექტივას უმასპინძლებს
მაისი 6, 2019
23-26 მაისს ბოსტონის სახვითი ხელოვნების მუზეუმი ქართული ფილმების რეტროსპექტივას უმასპინძლებს. ღონისძიება New Wave Now: Georgia’s Independent Voice საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს და Ballets Russes Arts Initiative მხარდაჭერით იმართება და იგი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს – 26 მაისს ეძღვნება.
ბოსტონში ქართული ფილმების ჩვენება შემდეგი პროგრამით მოხდება:
- 23 მაისი – “ჩემი ბედნიერი ოჯახი” (რეჟისორები: ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი)
- 24 მაისი – “აღსარება” (რეჟისორი: ზაზა ურუშაძე)
- 25 მაისი – “ხიბულა” (რეჟისორი: გიორგი ოვაშვილი)
- 25 მაისი – “ჩვენი სისხლი ღვინოა” (რეჟისორი: ემილი რეილსბექი)
- 26 მაისი – “სავარძელი” (რეჟისორი: ელდარ შენგელაია)
დამატებით ინფორმაციას და ჩვენებების განრიგს შეგიძლიათ გაეცნოთ მოცემულ ბმულზე.