გადაფურცლე “კინ-O” ონლაინ!
დეკემბერი 3, 2020
ეროვნული კინოცენტრის ჟურნალი “კინ-O” უკვე ხელმისაწვდომია კინოცენტრის ოფიციალურ ვებ გვერდზე. ჟურნალის პირველი ნომრის ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ გადაფურცლოთ აქ.
ჟურნალის პრეზენტაცია რამდენიმე თვის წინ გაიმართა. “კინ-O” საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული ერთადერთი პროფესიული ჟურნალია ქართულ კინემატოგრაფზე, რომელიც წელიწადში ორჯერ გამოვა. ჟურნალის მთავარი რედაქტორები არიან თეო ხატიაშვილი და გიორგი რაზმაძე.
“კინ-O”-ს პირველი ნომერი დროს მიეძღვნა – კინემატოგრაფის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს. 1920-იანი წლებიდან მოყოლებული პანდემიის უცნაური პერიოდით დამთავრებული, ჟურნალში დროის ფენომენს იკვლევენ – დროის, რომელიც ახლა უკვე არამხოლოდ კინოში, არამედ მსოფლიოშიც შენელდა.
ჟურნალის პირველ ნომერში მკითხველი ასევე გაეცნობა ახალი ქართული ფილმების რეცენზიებს, საინტერესო ინტერვიუებს, თარგმანებსა თუ რეკომენდაციებს.