გამოცხადდა სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2016 წელს წარმოების დაფინანსების კონკურსი
სექტემბერი 28, 2015

2015 წლის 28 სექტემბერს ცხადდება კონკურსი სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2016 წლის წარმოების დაფინანსების მიზნით.

 

პროექტების შემოტანის ბოლო ვადაა: 2015 წლის 30 ნოემბერი, 17:00 სთ.

2015 წლის 30 ნოემბრამდე კინოცენტრი შეამოწმებს შემოტანილ დოკუმენტაციას და იმ პროდიუსერებს, რომელთა პროექტები არ დააკმაყოფილებენ კონკურსის პირობებს უფლებას აძლევს გამოასწორონ ხარვეზი და 2015 წლის 10 დეკემბრამდე შემოიტანონ შესწორებული პროექტები.
იმ პროდიუსერებს, რომლებიც პროექტს პირველად შემოიტანენ 2015 წლის 30 ნოემბერის შემდეგ, არ მიეცემათ ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად. შესაბამისად შესაძლოა ასეთი პროექტის განხილვა არ მოხდეს არსებული ხარვეზის გამო.

შენიშვნა:
სცენარი პროფესიულად დაფორმატებული უნდა იყოს და შეესაბამებოდეს თანამედროვე ამერიკულ
ან ევროპულ სტანდარტებს (გვერდის მინდვრები, ასოების ზომა, სტრიქონებს შორის მანძილები,
ტექსტის განლაგება, გვერდის და ქრონომეტრაჟის შესაბამისობა). სცენარი შექმნილი უნდა იყოს
პროგრამაში CELTX, FINAL DRAFT და სხვა ან WORD – ის ფაილში პროფესიულად აწყობილი და გამართული.

ყურადღება!
ეროვნული კინოცენტრი კონკურსიის მონაწილეებს მოგმართავთ თხოვნით, დაიცვათ ეთიკის ნორმები საექსპერტო კომისიის წევრებისა და კინოცენტრის თანამშრომლების მიმართ და პატივი სცეთ ჟიურის გადაწყვეტილებას.

გაურკვევლობის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია კონსულტაციების გავლა.
კონსულტაციები ჩატარდება ეროვნულ კინოცენტრში.
მისამართზე: ზ. გამსახურდიას სანაპირო # 4 – ში, ტელ: 299 92 00; 299 91 02
საკონტაქტო პირები:
ნინო კუხალაშვილი (იურიდიული ასპექტები)
ტელეფონი: 577 955 250 ელ. ფოსტა: n.kukhalashvili@gnfc.ge

მანანა მელაძე (წარმოება და ფინანსები)
ტელეფონი: 577 407 539 ელ. ფოსტა: m.meladze@gnfc.ge

სალომე დანელია (წარმოება და ფინანსები)
ტელეფონი: 599 85 07 81 ელ. ფოსტა s.danelia@gnfc.ge