გამოცხადდა 2014 წლის ქართული ფილმების ყოველწლიური კატალოგისათვის მასალების მიღება
ოქტომბერი 2, 2014

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი აცხადებს მასალების მიღებას 2014 წლის ქართული ფილმების ყოველწლიური კატალოგისათვის.

კატალოგში წარმოდგენილი იქნება :

  • მხატვრული სრულმეტრაჟიანი
  • მხატვრული მოკლემეტრაჟიანი
  • დოკუმენტური და ანიმაციური ფილმი
  • ფილმები წარმოების პროცესში
 
 

 

კატალოგისათვის საჭირო მასალების ნუსხა:

  1. ფილმის სათაური (ქართულ და ინგლისურ ენებზე)
  2. ქრონომეტრაჟი, ფორმატი, ჟანრი
  3. რეჟისორი
  4. სცენარის ავტორი
  5. ოპერატორი
  6. მსახიობები
  7. პროდიუსერი
  8. მწარმოებელი კომპანია (კომპანიის სრული დასახელება, მისამართი, ინდექსი, ტელეფონი, ელ-ფოსტა)
  9. ფილმის მოკლე ანოტაცია
  10. რეჟისორის ბიოგრაფია
  11. ფილმოგრაფია (ფილმები დაწყობილი უნდა იქნას ბოლოდან პირველისკენ. მაგ, „ფილმი(2014); ფილმი (2013); ფილმი (2012) და ა.შ.)
  12. რეჟისორის ფოტო
  13. 2 კადრი ფილმიდან (მაღალი ხარისხის)
 

 

მასალები მიიღება 2014 წლის 10 ნოემბრამდე
ელექტრონულ მისამართზე m.suradze@gnfc.ge
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ პროექტების დაფინანსების მენეჯერ მანანა სურაძეს
2 999 200 (115)
მობ: 5 77 553702