განაცხადების მიღება 2016 წელს საერთაშორისო კინოფესტივალების დაფინანსებაზე
თებერვალი 2, 2016
დაიწყო განაცხადების მიღება 2016 წელს საერთაშორისო კინოფესტივალების დაფინანსებაზე.
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიზანია ქართული კინემატოგრაფიის განვითარებისათვის სახელმწიფო მხარდაჭერის უზრუნველყოფა და კოორდინაცია.
ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის კანონის მე-6 მუხლის, მე-2 პუნქტის, (ე) ქვეპუნქტის თანახმად კინოს სახელმწიფო მხარდაჭერის ღონისძიებები მიმართულია საერთაშორისო კინოფესტივალებისა და სხვა კულტურული ღონისძიებების ჩასატარებლად.
დაფინანსებაზე უპირატესობა მიენიჭება პროექტს, რომელის ფარგლებშიც გათვალისწინებული იქნება შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებები:
- საერთაშორისო კინოფესტივალების ფარგლებში ინდუსტრიული შეხვედრების, მასტერკლასებისა და ვორქშოფების ორგანიზება
- ქართველი და უცხოელი პროდიუსერების შეხვედრების ორგანიზება
- საერთაშორისო ფონდებისა და პროგრამები სწარმომადგენლების მოწვევა
- ახალგაზრდა და დამწყები კინემატოგრაფისტების ფესტივალზე მონაწილეობის უზრუნველყოფა
- ძირითად კონკურსში მონაწილე ფილმების ავტორების მოწვევა
- ქართული ფილმების პროგრამის ან ქართველი რეჟისორის რეტროსპექტივის მოწყობა
- ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობას უნდა იღებდეს მინიმუმ 5 ქვეყანა
- ფესტივალზე მონაწილე და მოწვეული უცხოელი სტუმრების რაოდენობა არ უნდა იყოს 15-ზე ნაკლები
- საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ეროვნული კინოცენტრი უფლებამოსილია მოითხოვოს ფესტივალის ორგანიზატორებთან შეხვედრა ან დამატებით საბუთების წარმოდგენა.
პროექტის განაცხადში მითითებული უნდა იყოს ფესტივალის საერთო ბიუჯეტი და მოწვეული სტუმრების სავარაუდო სია.
განაცხადების (თანდართული) მიღების საბოლოო ვადაა 2016 წლის 7 მარტი.
დამატებითი ინფორმაციისა და პროექტის დაფინანსების განაცხადის ფორმის შევსებაზე კონსულტაციებისათვის შეგიძლიათ მიმართოთ პროექტების დაფინანსების მენეჯერს.
პროექტის დასარეგისტრირებლად შევსებული განცხადის ფორმა და ყველა მოთხოვნილი საბუთი შეგიძლიათ გადმოაგზავნოთ ქვემოთ მითითებულელ-მისამართზე.
ეროვნული კინოცენტრი არაუგვიანეს 14 მარტისა განიხილავს შემოსულ პროექტებს და გადაწყვეტილება გამოქვეყნდება ჩვენს ვებ გვერდზე, ასევე წერილობით ეცნობება პროექტების ავტორებს.
პროექტების დაფინანსების მენეჯერი – მანანა სურაძე
ტელ: 2 999 200
მობ: 577 553702; 5 99 553702
m.suradze@gnfc.ge