დაიწყო მასალების მიღება 2019 წლის ქართული ფილმების კატალოგისთვის
სექტემბერი 12, 2019
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი იწყებს მასალების მიღებას 2019 წლის ქართული ფილმების ყოველწლიური კატალოგისათვის.
კატალოგში წარმოდგენილი იქნება:
- მხატვრული სრულმეტრაჟიანი ფილმები
- მხატვრული მოკლემეტრაჟიანი ფილმები
- დოკუმენტური ფილმები
- ანიმაციური ფილმები
- ფილმები წარმოების პროცესში
კატალოგისათვის გადმოსაგზავნი მასალების ნუსხა:
- ფილმის სათაური (ქართულ და ინგლისურ ენებზე)
- ქრონომეტრაჟი, ფორმატი, ჟანრი
- რეჟისორი
- სცენარის ავტორი
- ოპერატორი
- მსახიობები
- პროდიუსერი
- მწარმოებელი კომპანია: (კომპანიის სრული დასახელება, მისამართი, ინდექსი, ვებ-გვერდი, საკონტაქტო ტელეფონები, ელექტრონული ფოსტა)
- ფილმის მოკლე ანოტაცია
- რეჟისორის ბიოგრაფია
- რეჟისორის ფილმოგრაფია (ფილმები დალაგებული უნდა იყოს ბოლოდან პირველისაკენ. მაგ; „ფილმი” (2015), „ფილმი” (2013). “ფილმი” (2010) და ა.შ. ხოლო თუ ფილმი წარმოების პროცესშია „ფილმი” (წარმ.)
- რეჟისორის ფოტო
- 2 კადრი ფილმიდან (მაღალი ხარისხით)
მასალები მიიღება 2019 წლის 1 ნოემბრამდე. დაგვიანების შემთხვევაში ფილმი ვერ მოხვდება კატალოგში.
მასალა გადმოგზავნილი უნდა იქნას ელექტრონულ მისამართზე: n.kanteladze@gnfc.ge
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ მენეჯერ ნათია კანდელაძეს შემდეგ ნომრებზე: 2 999 200, 551 471919.