დაიწყო მასალების მიღება 2019 წლის ქართული ფილმების კატალოგისთვის
სექტემბერი 12, 2019

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი იწყებს მასალების მიღებას 2019 წლის ქართული ფილმების ყოველწლიური კატალოგისათვის.

კატალოგში წარმოდგენილი იქნება:

  • მხატვრული სრულმეტრაჟიანი ფილმები
  • მხატვრული მოკლემეტრაჟიანი ფილმები
  • დოკუმენტური ფილმები
  • ანიმაციური ფილმები
  • ფილმები წარმოების პროცესში

კატალოგისათვის გადმოსაგზავნი მასალების ნუსხა:

  1. ფილმის სათაური (ქართულ და ინგლისურ ენებზე)
  2. ქრონომეტრაჟი, ფორმატი, ჟანრი
  3. რეჟისორი
  4. სცენარის ავტორი
  5. ოპერატორი
  6. მსახიობები
  7. პროდიუსერი
  8. მწარმოებელი კომპანია: (კომპანიის სრული დასახელება, მისამართი, ინდექსი, ვებ-გვერდი, საკონტაქტო ტელეფონები, ელექტრონული ფოსტა)
  9. ფილმის მოკლე ანოტაცია
  10. რეჟისორის ბიოგრაფია
  11. რეჟისორის ფილმოგრაფია (ფილმები დალაგებული უნდა იყოს ბოლოდან პირველისაკენ. მაგ; „ფილმი” (2015), „ფილმი” (2013). “ფილმი” (2010) და ა.შ. ხოლო თუ ფილმი წარმოების პროცესშია „ფილმი” (წარმ.)
  12. რეჟისორის ფოტო
  13. 2 კადრი ფილმიდან (მაღალი ხარისხით)

მასალები მიიღება 2019  წლის 1 ნოემბრამდე. დაგვიანების შემთხვევაში ფილმი ვერ მოხვდება კატალოგში.

მასალა გადმოგზავნილი უნდა იქნას ელექტრონულ მისამართზე: n.kanteladze@gnfc.ge

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ მენეჯერ ნათია კანდელაძეს შემდეგ ნომრებზე: 2 999 200, 551 471919.