დასრულდა საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის კინოჟურნალის მთავარი რედაქტორის შესარჩევი პროცესი
თებერვალი 5, 2020

დასრულდა საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის კინოჟურნალის მთავარი რედაქტორის შესარჩევი პროცესი.
კონკურსში მონაწილეობა მიიღეს შემდეგმა კანდიდატებმა:

ალექსანდრე გაბელია და ნინი შველიძე, თინათინ ბაღაშვილი, გიორგი რაზმაძე, თეო ხატიაშვილი
და ნინო ძანძავა, ირინე ჟორდანია, ლევან გელაშვილი.

31 იანვარს გასაუბრება გაირეს თეო ხატიაშვილმა და ნინო ძანძავამ, გიორგი რაზმაძემ,
ალექსანდრე გაბელიამ და ნინი შველიძემ.

გასაუბრების შედეგად გაიმარჯვა თეო ხატიაშვილისა და ნინო ძანძავას მიერ წარმოდგენილმა
პროექტმა, შესაბამისად კინოჟურნალის მთავარი რედაქტორების პოზიციაზე დამტკიცდნენ თეო
ხატიაშვილი და ნინო ძანძავა.

კინოცენტრი მადლობას უხდის ავტორებს მონაწილეობისთვის და ულოცავს თეო ხატიაშვილს
და ნინო ძანძავას გამარჯვებას.