27-29 ოქტომბერს კანის კინოფესტივალი 2020 წლის სპეციალური გამოშვებით ბრუნდება!
უკვე ცნობილია, თუ ვინ შეაფასებს მოკლემეტრაჟიანი ფილმებისა და Cinéfondation-ის კინოსკოლის საკონკურსო სექციის ნამუშევრებს. ჟიურის წევრებს შორისაა ქართველი რეჟისორი და სცენარის ავტორი დეა კულუმბეგაშვილი. დეასთან ერთად ჟიურის შემადგენლობაში არიან: Claire Burger, Damien Bonnard, Rachid Bouchareb, Charles Gillibert და Céline Sallette.
დეამ და მისმა კოლეგებმა უნდა გადაწყვიტონ, თუ რომელი ფილმი მიიღებს, წარმოდგენილი 11 მოკლემეტრაჟიანი ფილმიდან, “პალმის რტოს”. ასევე, ჟიურის წევრებმა უნდა გაანაწილონ Cinéfondation-ის სამი ჯილდო კინოსკოლის საუკეთესო ფილმებისთვის.
აღსანიშნავია, რომ კანის კინოფესტივალის 2020 წლის სპეციალური გამოშვების ნაწილი იქნება დეა კულუმბეგაშვილის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმი “დასაწყისი”, რომელიც უკვე არაერთი საერთაშორსო ჯილდოს მფლობელია. ფილმს კინოფესტივალის მთავარ კონკურსში აჩვენებენ.