IMPORT/EXPORT – GEORGIAN CINEMA ACROSS BORDERS
ლაიფციგის დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების მე-60 საიუბილეო ფესტივალი (30 ოქტომბერი – 5 ნოემბერი) ფოკუსს საქართველოზე აკეთებს.
გერმანიაში ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ და პრესტიჟულ კინოფორუმზე წელს ქართულ დოკუმენტურ და ანიმაციურ კინოს საგანგებო სექცია მიეძღვნა. IMPORT/EXPORT – GEORGIAN CINEMA ACROSS BORDERS – იმპორტი და ექსპორტი – ქართული კინო საზღვრებს შორის – ამ სახელწოდების პროგრამაში 11 დოკუმენტური და 2 ანიმაციური ფილმი იქნება ნაჩვენები.
საქართველოს ფოკუს პროგრამა დოკლაიფციგის ფესტივალის ინიციატივით და ჰაინრიხ ბიოლის ფონდთან თანამშრომლობით, ქართველი რეჟისორის და პროდიუსერის – ზაზა რუსაძის კურატორობით შედგა. ზაზა რუსაძე ასევე DOK Leipzig-ის შესარჩევი კომისიის წევრია.
ლაიფციგის ფესტივალის ფარგლებში, გაიმართება ასევე პანელ დისკუსია Female Gazes from Georgia – (ქალის ხედვა საქართველოდან), რომელიც ჰაინრიხ ბიოლის ფონდის მიერ არის ორგანიზებული. კინოჩვენებების ციკლი და დისკუსია გერმანიის კიდევ 4 ქალაქში გაგრძელდება.
გარდა სპეციალური ქართული პროგრამისა, ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობს ქართულ-ფრანგული კოპროდუქცია “ჯიბის კაცი” – რეჟისორი ანა ჩუბინიძე.
პროგრამა:
- 2+2=22 (Das Alphabet) – ჰაინც ემიგჰოლცი. 2017 (საქართველოში გადაღებული გერმანული წარმოება)
- ალცნეი – ნინო ორჯონიკიძე, ვანო არსენიშვილი. 2009
- მზის ქალაქი – რატი ონელი. 2017
- არ ისუნთქო (La Faille) – ნინო კირთაძე. 2014
- გამოსვლა – ვახტანგ ჯაჯანიძე. 2015
- ჰორიზონტი – დათო კიკნაველიძე – ანიმაციური ფილმი. 2017
- ლილე – ნათია ნიკოლაიშვილი – ანიმაციური ფილმი. 2017
- მადონა – ნინო გოგუა. 2014
- მზიანი ღამე – (original title: Sonnige Nacht) სოსო დუმბაძე. 2017
- სოვდაგარი – თამთა გაბრიჩიძე. 2016
- დაისის მიზიდულობა – სალომე ჯაში. 2016
- მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს – თინათინ გურჩიანი. 2012
- როცა დედამიწა მსუბუქია – სალომე მაჩაიძე, თამუნა ქარუმიძე, დავით მესხი. 2015