“ევრაზიადოკის” ინდუსტრიული შეხვედრები სომხეთში
ნოემბერი 25, 2019

“ევრაზიადოკ საქართველო 2019”-ის შედეგების თანახმად, სომხეთის ინდუსტრიულ შეხვედრებში 3 ქართული პროექტი მიიღებს მონაწილეობას. რეჟისორები ერევანში დღეს, 25 ნოემბერს გაემგზავრნენ. ისინი საკუთარ პროექტებს ევროპელი პროდიუსერებისა და ტელევიზიების წინაშე წარადგენენ.

წარმოდგენილი პროექტებია:

“ბერი” (ავტორი: თიკო ნადირაშვილი)
“ოცნება კადილაკზე” (ავტორი: ელენე მიქაბერიძე)
“რაც თავი მახსოვს” (ავტორი: მაკა გოგალაძე)

“ევრაზიადოკი” 2011 წელს დაარსდა ფრანგული ასოციაცია DOCMONDE-ს ინიციატივით. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს დოკუმენტალისტებს იდეის განვითარებაში, სცენარის წერასა და შემდგომ, განვითარებული პროექტების ევროპელი პროდიუსერებისა და ტელევიზიებისთვის წარდგენაში.

“ევრაზიადოკის” სცენარის განვითარების რეზიდენცია უკვე მეოთხედ ჩატარდა საქართველოში ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.