“ევრაზიადოკის” ინდუსტრიული შეხვედრები სომხეთში
ნოემბერი 26, 2018

“ევრაზიადოკ საქართველო 2018”-ის შედეგების თანახმად, 3 ქართული პროექტი სომხეთის ინდუსტრიულ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას. რეჟისორები ერევანში უკვე გაემგზავრნენ, სადაც ფიჩინგ ვორქშოფის გავლის შემდეგ, საკუთარ პროექტებს ევროპელი პროდიუსერებისა და ტელევიზიების წინაშე წარადგენენ.

წარმოდგენილი პროექტებია:

  • ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი “Cinemania”
  • ნონა გიუნაშვილი “Aznash Laaman”
  • ლუკა ბერაძე “ღიმილიანი საქართველო”

ქართული პროექტების პრეზენტაციის შემდეგ, კო-პროდუქციის შედეგებიც გახდება ცნობილი.

“ევრაზიადოკი” 2011 წელს დაარსდა ფრანგული ასოციაციის Docmonde ინიციატივით. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს დოკუმენტალისტებს იდეის განვითარებაში, სცენარის წერასა და შემდგომ, განვითარებული პროექტების ევროპელი პროდიუსერებისა და ტელევიზიებისთვის წარდგენაში.

ევრაზიადოკი აერთიანებს ქართველ, რუს, სომეხ, თურქ და შუა აზიელ დოკუმენტალისტებს.
ევრაზიადოკის სცენარის განვითარების რეზიდენცია საქართველოში კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით ტარდება.