"ევრაზიადოკ-საქართველო 2017-სთვის" პროექტების შერჩევა დასრულდა
მაისი 23, 2017
სცენარის განვითარების რეზიდენციისთვის “ევრაზიადოკ-საქართველო 2017” პროექტების შერჩევა დასრულებულია. წარმოდგენილი ქართული პროექტებიდან ფრანგული ორგანიზაციის Docmonde მიერ შეირჩა 6 დოკუმენტური ფილმის პროექტი, რომლებიც სცენარის განვითარების რეზიდენციაში მიიღებენ მონაწილეობას.
- სალომე ლაცაბიძე – “მარცხნივ”
- ქეთევან ნოზაძე – “წითელი ინდუსტრია”
- სალომე ალექსი-მესხიშვილი / მარგო ზუბაშვილი – “რაც მაგონდება და როგორც მაგონდება”
- ნანუკა ბრეგაძე – “სათამაშო მოედანი”
- ზურა მამაგულაშვილი – “რატომ არ აქვთ ღორებს სახელები?”
- მარადია ცაავა – “ჩემი მეზობელი”
რეზიდენცია 2017 წლის ივნისის თვეში აჭარის რეგიონში მოეწყობა.
პროექტს წარუძღვებიან ფრანგი რეჟისორი და პროდიუსერი ვლადიმირ ლეონი და ქართველი დოკუმენტალისტი მარიამ ჭაჭია.
“ევრაზიადოკი” 2011 წელს დაარსდა ფრანგული ასოციაციის Docmonde ინიციატივით. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს დოკუმენტალისტებს იდეის განვითარებაში, სცენარის წერასა და შემდგომ, განვითარებული პროექტების ევროპელი პროდიუსერებისა და ტელევიზიებისთვის წარდგენაში.
ტრადიციულად, პროექტის მხარდამჭერია ეროვნული კინოცენტრი.