“ევრაზიადოკ 2018”-ის შედეგები ცნობილია
დეკემბერი 13, 2018

“ევრაზიადოკ 2018”-ის ინდუსტრიული შეხვედრების შედეგები ცნობილია. სომხეთში გამართულ დოკუმენტური პროექტების პრეზენტაციებზე ქართველმა მონაწილეებმა შეძლეს მოწვეული ევროპელი პროდუსერებისა და ტელევიზიების დაინტერესება. სომხეთში წარმოდგენილი იყო შემდეგი ქართული პროექტები:

  1. ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი “CINEMANIA”
  2.  ნონა გიუნაშვილი “AZNASH LAAMAN”
  3. ლუკა ბერაძე “ღიმილიანი საქართველო”

რეჟისორებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ ევროპელ პროდიუსერებსა, ტელევიზიების წარმომადგენლებს და მათთვის საკუთარი პროექტები გაეცნოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ შორის თანამშრომლობა დაიწყო და შეხვედრები ქართველი რეჟისორებისთვის საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა. რეჟისორებთან ერთად ერევანში იმყოფებოდნენ ქართველი პროდიუსერები და ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენელი – მანანა სურაძე.

ევრაზიადოკის მიზანია ხელი შეუწყოს დოკუმენტალისტებს იდეის განვითარებაში, სცენარის წერასა და შემდგომ, განვითარებული პროექტების ევროპელი პროდიუსერებისა და ტელევიზიებისთვის წარდგენაში. ევრაზიადოკი აერთიანებს ქართველ, რუს, სომეხ, თურქ და შუა აზიელ დოკუმენტალისტებს.

ევრაზიადოკის პროგრამა საქართველოში ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება.